cover

ნიკოლოზ ჩაჩავა // ყაჩაღები ქალაქს გადასცდენ

I

გზას გადაფერდილს, ციცაბო კლდეს,
ჩაკიდულს ხავსით და სიპი ქვებით,
მთა მთას სად შეხვდეს, რად შემოაკვდეს
ბარში ჩრდილებით ჩაზიდულს პირქვე.
ბარს ბარობაზე ვინ გადაუხმო,
მთა რომ დამჯდარა ზედ ფეხმორთხმული.
ხეებს ხორთუმი რამ გადაუხმო,
რად მისდევს უღრანს მარტო ურთხმელი?
ყაჩაღებივით რომ დგანან მთები,
რის მაქნისია, ან ვის რად უნდა?
გადავარცხნილი კალთებზე თმები,
ბარიდან მოჭრილ ქარს მიაქვს მუდამ
თუ გაელვა, — ხომ დაინახავ ცას,
თუ არა და სულ ბურუსი სველი
სიცივისაგან გალურჯებულ მთას
ეალერსება.

14
ფიცრის ყავარჯენს დამცდარი ოდა,
თავის წინაპრებს გზად მიჰყიოდა.
ჩალის ჩაფარი და აბრეშუმი
ეზოს ეჩროდა ქარის საფარად;
ქარმა ჩალები ისე შებურა,
რომ ოდა გახდა დასაბურავი.
ჭის ოწინარის გამხმარი ხელი
დღესაც ეჩრება მგზავრის უნაგირს,
რა ქონდა ეზოს სახარბიელო,
რა შერჩა ეზოს დასაბუნაგი?

16
ფეხშიშველა თვალს თოლიგე უვლის,
თოლიგეს ხერგავს თვალი საველე,
თოლიგეს თვალებს მუხა და მუმლი,
მუმლი თვალთაგან გადასავალი.
თოლიგემ თვალზე ნისლი გადიძრო,
გული მიუგდო გახრილ ნაპრალებს,
მოაჯირები ძელზე გადიძრა,
ძელგი თოლიგეს რას დააბრალებს.
თოლიგე ძილი, თოლიგე ბრალი,
თოლიგე, გელის ძელგი ფირალი.
გაგისივდება ხინგი ძარღვების
და ხინგებივით გადმოვა ზღვები.
თოლიგე, ჟანგი გულს გადაგირღვევს,
გულო, გულთაგანს ვერ გაუძღვები.

17
საღამოს ბინდი ჟამს რომ გადირეკს,
წამოედება ნაპრალებს ჩრდილი,
თოლიგე სხივებს სისხლად გადირევს
ტყეთ ნაძოვები, სისხლად გაზრდილი.
ნაპრალებია და გახრილ ფესვებს
შემოჰპარვია ჭაღარა ქვების,
თოლიგე სტირის და უნდა დღესვე
გამხმარი ფესვი ძუძუთი კვებოს.
ის ხემ გაზარდა, ნუ თუ ძუძუს რძე
არ შერგებია, ვერ გაანედლებს,
მაგრამ მას შემდეგ მრავალია მზე
და მზე, ვაი, რომ, კლდეს მიიკედლებს.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი