ნიკოლოზ ჩაჩავა // ცხოვრება და განწყობილება განაპირა უბნებში
ჩრდილი და ქვები. სახურავი სახლის ურდულათ.
ჩალის შარვალი ბრბოს აბერებს და გუგას გუდავს.
კედელი კედელს აბოგირებს გადასურდულა.
შარდი მოშლილი აგურებათ აგდია მუდამ.
ჩრდილი და ჩელტი. უპერანგო მეხრე და ხროვა.
სახლი ხრდილია და სახურავი ჩელტად გამხდარა.
– მოქალაქენო, თქვენ არა ხართ არც მათხოვრები,
არც ცხოვრება გაქვთ სამდურავი, გადასამხარი.
ჩრდილი და ქვები. სახურავი. სარკმელი. ბოგა.
ბაგე ბოგინობს და შუბლი შურს თარგის ნესტოებს.
ცხოვრება ვგონებ ბავშის წამხდარ საქციელს მოგავს.
ცხოვრება ავდრის საწვიმარად რომ გადასტოვეთ.
ნოემბერი 1925 წელი.
გაზ. „დროული“ 1926. წ. №3.