cover

ნიკოლოზ ჩაჩავა // სიხარული

მასიხარულებს მოსიხარული.
სასახარელო გადავიხარე _
უხარული უხარებელი.
გადაიხარებს სასიხარულოდ,
მოიხარებდეს სიხარული მოხარებული.
გასახარებლად გამიხარულდი.
სად იხარე
სად მახარე
სიხარულო ხარულისავ.
ნასიხარულებს სიხარულები,
საგიხარულო ახარიო მახარულე.
მახარდებოდა გასახარალად.
გამიხარულდა სასახარებლო,
გამიხარული სიხარულობდენ _
საგამიხარლო სანახრიელო.
შენც იხარე.
მეც მახარე
სიხარულად გამიხარდი.

სექტემბერი 25 წელი

გაზ. „დროული“ 1926. წ. №3.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი