ნიკოლოზ ჩაჩავა // ხევღულა
ხევღულა
ნიკოლოზ ჩაჩავა.
უბრალო ნაპრალს უჩანდა უბე.
ცას ცრემლი ხშირი სცვიოდა რთვილად.
ხემ ზინთით ყოვლი გადაიგუბა –
ზინთიო თვალი ხელზე მითვლიმა.
ცა ქამანჩას გავს და ბუდე კიბეს,
ცა მოცლილია – სცრის კბილი მჭევრი
ხევმა ღრუბლები მთებათ მიიბა –
ღრუბლებს აგროვებს ხევი გულქვევრი.
ხევ მოიხედე, თხრილო ხევღულა.
მიდორი შორს დევს, მაღალია ხე.
ხევს ხროვა-ხერგათ სცვივა ლუღლუღი.
ქარი ქორძაღლი ფოთლებს მიღლია.
სექტემბერი 1925 წელი
გაზ. „დროული“ 1926. წ. №2.