ნიკოლოზ ჩაჩავა // ძილგატეხილს
მორბოდენ თენდები
ბადრი და ბრალდება.
ძილო გათენდები
ძილი ძირიანდება.
ღამე ღამისებრი
გუგა დადგისული.
ძილო ძილს ნუ ებრძვი.
ღამევ დადღისულო.
გაფრენენ ფრენდები
უფრო და ფლანდება.
ძილო ნუ გათენდები,
ძილო გაძილიანდი.
გაზ. „დროული“ 1925. წ. №1.