ნიკოლოზ ჩაჩავა // ტორუა
ტორუა. ტოროლა:
ტორუა და ტორი.
ტორუა ღრუბლებს აკიდებს ბარგს.
გოგო ტანსარო,
გოგო ტანმარდი
ფეხდაფეხ მისდევს მოგერილ აბრაგს.
აბრაგი უღრანს ფეხით გადივლის
ტორუა ტირის,
ტირილი ტრიალს.
მზე გარემოვა, მზე გიდელივით
გორზე გაელავს,
გორს გააგრილებს.
ტორუას ხეებს მეხი გადახევს _
მეხი მოხევე,
მეხი ხნიერი
ჰაერი ჰაერს ცხრა მთას გადახვევს
მზე გზად ნაფიცი
გზა ნახიერი.
გაზ. „დროული“ 1925. წ. №1