ნიკოლოზ ჩაჩავა // ღელე
მოქონდა ღელეს ტივები კუნძის
ცანგალა ცალგან ბიჭის პერანგზე,
ელოდენ მთიდან მოტეხილ კუნძულს
ველურის ველებს გველებს ვერანგზით
ხმას ქონდა ხახა ხალხის ოდენა,
ხევს ეგდო ყურთან ხავსის ბალიში.
ზვავმა ზვირთების ხრამი მოდენა
ხრამი, ხორაგი ბართუბალისი.
1925 წ. იანვარი.