შალვა ალხაზიშვილი // ამერიკანული დუელი
ამერიკანული დუელი
რა საჭიროა ყველამ იცოდეს ჩემი სახელი.
ხუთმეტ იანვარს ათასცხრაას ცხრამეტ წელს
ბერლინში მოკლეს კარლ ლიბკნეხტ
ნოსტრადამუსებით ქვეყანა გაივსო.
ამბობენ ასისხლიანდება უნტერ-დენ-ლინდენი.
მსოფლიო პროვოკატორი.
ნიჰილისტი ხულიო ხურენიტო ახალი фორვარდი
კონოტოპებს გადისვრის მარდი ფეხბურთით.
ნუ გაგიკვირდებათ რომ
საქართველოში ყველა პოეტობს
(მე მირჩევნია შავი ჭირის ეპიდემია!)
არა. მთელ საბჭოეთში არ მოიძებნება
წითელი ლოყა გაუპუდრული რომ ავამღერო.
მე მინდა ეიფელის კოშკზე
ფრიალებდეს წითელი დროშა
სულ ერთია фილიპო სუპო ვერ გადაახტება თავის თავს.
იქნება ხარაკირი. პარიზი ყირაზე
ბულვარ დეზიტალიენ. კაфე შა ნუარ.
საცოდავია ემიგრაცია
შატობრიანი ნოე ჟორდანია
სალამი დალაილამას. მონღოლიას.
და ერიხ მიუზამს.\
ვგრძნობ.
ყველაფერი აყირავდება
წითელი პამიდორი დაენატრება ბერლინერ ბიურგერს.
ჟან კოკტო პირველი პერსონა პარიზის.
(ვინ არის რაიმონდ პუანკარე?)
ჟონგლიორობა. სენსაცია.
ამერიკანული დუელი.
თბილისში ხმები გავრცელდა.
მე მინდა დაივიწყოთ ჩემი პოეტობა
ყეფა მთვარეზე. სომნამბულიზმი.
ბალეტომანები. ველოსიპედისტები.
დიდუბის დოღი.
ამბობენ მიწისძვრა თბილისს ასცდება.
კააბას კანატზე ქანაობენ აკრობატები.
ისტორიას ახსოვს არაბების ჩასახლება კახეთში.
(საჭიროა ამაზედაც დისერტაციის დაწერა)
არის ჟესტიკულიაცია фლეგმატიურ კახეთის
და დადაიზმი ფანტასტიური
საკვირველება აეროპლანების.
მე − ალი − ჰაზი.
არაბი ამპარტავანი.
მოჩანს ბურნუსი. სახარის ქვიშა,
ქარავანი. გიბრ-ალ-ტარიკი.
„მოსელპრომ“. სართულები.
და იაკულოვის ძეგლის პროექტი
ოცდა ექვს კომუნარების
პირველი სალამი ჩიკაგოს ტრესტებს.
ხორცის კონსერვებს. არხებს. გვირაბებს.
ლინკოლ-პარკის ელექტროს შადრევანს.
თვითმკვლელობა მიჩიგანში.
მე დავასრულე ჩემი фუტურისტობა
ახალ კონსტრუქციების. ახალ კომბინაციების
მოდის ტურისტი. რკინის. ბეტონის.
იცოდეთ ზოგჯერ კინოში გვიჩვენებენ
ყალბ ტარზანებს
არ მოსტყუვდეთ.
1924 წ. H2SO4