ნიკოლოზ ჩაჩავა // ზღაპარი ცხრამთას იქით
ჯიხუ ხე რქა
ჯიხუ ფეხუ ფეხი.
ღრუ
ღრე
ხრე
ქორაბუდე.
ხავი ხევი ხმა
ხამი ხავი ხვავი ■
მოლაღური.
ღრუ ღარი
ღელე ღულე
თურმე ხავსი.
სურო ნასურდალი
იქაო.
ცა ბინაშური
ცა მოშინადრე –
ხრიოკი ცინათია.
მთვარე გადმოისვრის
ცა აშენდება ■
ღრუ.
ღრე ხრე
ავისულები
ავნარები
ცხრამთას იქით.
ქაჯი თხაჟანგი
ქაჯი თხვერიმო
ნათხულარი ეშარადე.
შარდი ნათხულარი
ხულარი მაშარადი
შარხულა ■
დოფალა უჩინარი
ხეები უძინარი
ხიარულე ■
დურები დორბოში
ურემი ორმოში.
ორმო ქვესკნელში.
ქვესკნელი გადაივლის
ზესკნელი ადუღდება
ქვა მოაბინაურე
გინდარა ■
დარი ნაშურდალი
შურდული ნაქურდალი
ღურღულო.
ღულარა გულდაური
აბლაბუდა.
ბუდეში მორბი
გიდელი დორბლი
მორბილე.
ჟურნ. „ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 წ. N°1