cover

ნიკოლოზ ჩაჩავა // მზეთუნახავი ხაო

ხერეხეილ ხელდეირა
იოდე შარაული.
ცხენები.
ცხრათვალა უნაგირი
გირები
გირიალ
გიალუ.
მზეთამზე სამზირალი
არჩენილი იაყარა
გარსივიდ არძილ
მანძილსკნელები.
ზაკვარმა რაიჩემა
მოვარჩენ რედოეალსო
ქალბანა
არდაშხანი
თანდუხათაია.
კლდე ღრე ნაღერღალი
ხრამი ნაღერდალი –
რა მთას დაეჯახა
ციხელიუვა.
ციცაბო არიწილ
გარსივიდ არძილ
მანძილსკნელები
სიპი ახერხილი
იშკირა იატახა
მზეთუნახავი ხაო.
ხერეხეილ ხელდეირა
იოდე შარაული
ცხენები უთვალო. უუნაგრო
აღვირი. გირიალ. გიალუ.

ჟურნ. „ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 1924-1925 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი