ბიძინა აბულაძე // ბიბლიოგრაფია და რეცენზია "ქართული მწერლობა"
ბიბლიოგრაფია და რეცენზია „ქართული მწერლობა“
სრ. საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს ყოველთვიური ორგანო
ჩვენ მთლიანად ვეხებით „ქართული მწერლობის“ ყოველ ნომრებს, რადგან გასულ ლიტერატურულ წელში გამოსული ყველა ცალკე ნომრები რომ აიკინძოს თავისუფლად მოექცეოდა იგი ერთ ალმანახში, რომელიც ჟურნალის შინაარსის და განწყობილების მთლიანობას და უკანასკნელის დიფერენციაციას არაფერს ავნებდა.
მაგრამ, რადგანაც აქ ჩვეულებრივ იბადება სიძნელე, არა იმიტომ, რომ ჩვენ აკინძული ალმანახის მრავალფეროვნება დაგვძლევს, არამედ მით უფრო, რომ ჩვენ ერთგვარ ერთფეროვნებასთან გვაქვს საქმე, საჭირო იქნებოდა სრულიად ახალი სტრუქტურის ძიება ჟურნალის საბიბლიოგრაფიოდ. აქ, არის თუ გნებავთ, სიადვილე მიმომხილველისთვის და იმავე დროს სიძნელეც: გაერთიანებულ მომქმედ ლიტერატურულ დაჯგუფებათა ორგანო თავის სახეს შემდეგ სტრუქტურაში აყალიბებს:\
-
განწყობილება და თემატიკა.\
-
ხასიათთა დიფერენციაცია.\
-
საერთო დასკვნა.
უპირველესს ყოვლისა განწყობილებათა შესახებ. გაერთიანებული მწერალთა კავშირის ორგანოში ორი უმთავრესი ნაკადი სჩანს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ შემოქმედებისა, თუმცა არსებითად მასში წარმოდგენილია ოთხიოდე მომქმედი ლიტერატურული დაჯგუფება. აშკარა საზღვართა გამიჯვნა უკვე ფაქტია და ზოგიერთ გაუგებრობას ადგილი აღარ ექნება ბრძოლის საკითხში.ყოველ შემთხვევაში ჩვეულებრივი მკითხველი მაინც ასეთი გავლენის ქვეშ მოექცევა. ჩვენ გვიხდება ორთა შორის ორბიტში დგომა და ორივე მხრივ ფრონტების დაზვერვა.
ერთ ფრონტს ქმნიან —აბაშელი, შანშიაშვილი, ფაშალიშვილი,
გრიშაშვილი, გაფრინდაშვილი, გვეტაძე, იაშვილი, ტაბიძე,
გრანელი, ლორთქიფანიძე, კალაძე და სხვ. ხოლო მეორე ფრონტზე სდგას ქართული მემარცხენე მწერლობა. აქედან თვალსაჩინოა განწყობილებათამთლიანობაცა და მისი გაორებაც. იმდენათ თვალსაჩინოა პირველის ხასიათის მთლიანობა, რომ არსებითად ერთი რომელიმე ლექსი სავსებით ხაზავს მთელი ფრონტის მთლიან სახეს და პირიქით, ყველა ლექსები ხშირად ერთი და იგივე პოეტის ნაცოდვილარის შთაბეჭდილებას სტოვებს —ეს უპირველეს ყოვლისა.
თემატიკის მხრივ განსაკუთრებით ზოგად მსჯელობასთან
გვექნება საქმე.აქ სამი ზოლი სჩანს. პირველია —რომანტიული თემატიკა, მეორე —რევოლიუციონური თემატიკა და მესამე აღმოჩენები.
პირველ ჯგუფში ამ მხრივ მოექცევიან —„აკადემიკოსები“ და „ყანწელები“, მეორეში — რუხაძე, ქუჩიშვილი, ზომლეთელი, თავაძე და სხვ. მესამე რკალში კი —მემარცხენე მწერლობა. ბარათი ნოე ჩხიკვაძეს, „ილაიალი“, „ძველი პალტო“, „არგვეთის ღამეები“, „მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე“, „სოფელი“ და სხვა არსებითად ერთი და იგივე გადამღერებაა ძველი ბაიათების.
ამავე მოვლენას აქვს ადგილი პროზაშიც. ჩვენ ინტერესს არ შეადგენს ჭაობის მიკრობთა ძიება, არამედ აღმოჩენების შესახებ გვექნება საუბარი.
მეორე რიგში იბადება საკითხი თვითეულ მომქმედ ლიტერატურულ
ჯგუფის საკუთარ სახისა და ხასიათის საძიებლად. ამიტომ დაწვრილებით შევჩერდებით ამაზე.
აკადემიურ მწერლობიდან ჟურნალში იბეჭდებიან — აბაშელი,
შანშიაშვილი, გრიშაშვილი, ფაშალიშვილი და სხვ. ყველა ისინი ერთ მთლიან განწყობილების ქვეშ რჩებიან, თუმცა გარეგან გავლენას თემატიკის დარგში მათში აღარ აქვს ადგილი.
ახალი ატმოსფერის ზერელი გავლენით კმაყოფილდება თვითეული
მათგანი, ხოლო წერითი მანერა და ლექსის შინაგანი დინამიკა არსებითად ერთი და იგივე რჩება. მათ შორის განირჩევა ს. შანშიაშვილი. მისი ლექსი „მუხის დაცემა ჭიაურის ტყეში“ ახალი პოეზიის გავლენით არის დაწერილი.
ასევე ითქმის „ცისფერ ყანწების“ შესახებ. —განსაკუთრებით განირჩევიან მათ შორის ალიო მაშაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. ამ ხალხზე თანამედრობას არავითარი გავლენა არ მოუხდენია. სწერენ ისევ ძველ თემებზე — თუ არა და ახალ თემებს ასახიჩრებენ ძველი ხერხებით.
მაგ. ვალ. გაფრინდაშვილის ლექსი „ძველი პალტო“. იყიდა
პალტო დეზერტირკაზე და ეშინია მისი... პოეტი ცდილობს „მიყიდოს ვისმეს პალტო ცბიერი“ (საინტერესოა —ეს პოეტი თუ შეგნებულად ლაპარაკობს პალტოს ცბიერებზე).
მემარცხენე ფრონტი ხასიათდება „H2SO4“-საბჭოს წევრებით.
აქ იბეჭდებიან სისტემატიურად სიმონ ჩიქოვანი, ნიკ. ჩაჩავა, დემნა შენგელაია და ნაწილობრივ ნიკ. შენგელაია.
„ქართულ მწერლობაში“, მათ უფრო სადეზინფექციო როლი
აქვთ დაკისრებული და ნაწილობრივ ამის გამო არის რომ მემარჯვენე მწერლობის ფრონტი ახალ ფორმათა ძიების სენით არის დასნეულებული, რაც აუცილებლად სასურველად უნდა ჩაითვალოს. ასეთი როლი აქვს დაკისრებული, თუ გნებავთ, სიმონ ჩიქოვანის „მიმართვებს“ ძველ და ახალ პოეტებისადმი — „გავყვეთ ხომალდებს ადამიანთა იალქნებიანს“.
აქ არის სათავე ახალი ქარიშხალის, რადგან უკანასკნელი აუცილებლობას შეადგენს ჩვენი ლიტერატურისათვის მით უმეტეს ეხლა, როცა რომანტიულიგანწყობილების სიჭარბე იმდენათ ძლიერია, რომ გვგონია, უზრდელობათ არავის ჩაეთვლება მისი ძირეული დამსხვრევა, რადგან მისი მავნე გავლენა თანდათან აშკარა ხდება (მაგალითი ლეტარულ მწერლობის ახალი ფრონტი).
ასეთივე ცდების სახით იხსნება თემატიკის ახალი რკალი ნიკ. ჩაჩავასი და ნიკ. შენგელაიას სახით. პირველი ერთხელ კიდევ სცდილობს ხალხური პოეზიის მარადიულ იდეის აღდგენას, მეორე ხსნის პოეზიისათვის სრულიად ახალი თემატიკის რგოლს — სვანეთის სახით.
ჟურნალში დაიბეჭდა სიმონ ჩიქოვანის „მყინვარი“-ს ერთ-ერთი თავი. ეს ლექსი საუკეთესო ლექსია, რაც კი ჩიქოვანმა დაბეჭდა „ქართულ მწერლობაში“. სიმონ ჩიქოვანს აქვს საოცარი ხერხი ნივთებისა და სხეულების აკრობატიკის.
„სივრცე ცეკვავს და მაიმუნათ მზე დადგება მუდამ ცერებზე
და არ იფორთხებს ყინულებზე ორბელიანი,
ამის შესახებ მყინვარს ბევრჯერ გაეცინება
და ეს სიცილი გადავარდება ცხოვრებაში ცეცხლის ბორბლებათ“.
და სწორედ ამ დროს იწყება შინაგანი ამბოხება.
„როკაპი მთა სად გაქრაო, —ხალხი მოითხოვს.
მთები იწყებენ სინიდისით ფერისცვალებას“.
ყოფადერი ადამიანის ფსიქოლოგიისათვის ეს პოემა სავსებით მისაღები და გამართლებულია.
პროზის განყოფილება ჟურნალში სრულად არის წარმოდგენილი. აქ ვხვდებით ვასილ ბარნოვს, ნიკო ლორთქიფანიძეს, შალვა დადიანს, ლეო ქიაჩელს, სერგო კლდიაშვილს, მიხეილ ჯავახიშვილის, დემნა შენგელაიას და სხვ. ყველა მათ თავის ადგილი აქვს მიჩნეული ქართულ პროზაში. თანამედროვე ცხოვრება დაყოველდღიური მდგომარეობა აუარებელ თემებს იძლევა პროზისათვის, იმ დროს როდესაც პირველი ხუთი აღნიშნული ბელეტრისტი ფართოდ ეწაფება რომანტიულ თემას. პროზის სიღარიბე ისევ კითხვით ნიშანში აყენებს თანამედროვე ართულ ლიტერატურას იმ დროს, როცა მეზობელ რუსეთში პროზა განსაკუთრებით რენესანსის ხანაშია მოქცეული. ალბათ ჩვენი სიღარიბის ბრალია ის გარემოება, რომ ზოგიერთი მარცხგამოვლილი მწერალი ისევ ასაღებს თავს მწერლად და თავის ნაცოდვილარს ააშკარავებს ჟურნალის ნომრებში. ამას ზედ დაურთეთ ჯავახიშვილის ვულგარიზმი და ბულვარობა და თქვენ მიიღებთ საერთო სურათს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გრძნობიერი რუსული გამოთქმით დავახასიათოთ: „Цыпленки тоже хочут жить”.
ჩვენ მათ არ ვეხებით, რადგან ყველანი ღაღადებენ საკუთარ
თავზე. ზოგი მათგანს ესერების პოლიტიკურ პროგრამა-მაქსიმუმის რომანულ გადამუშავების გამოცდილება აქვს, ხოლო მეორეს „ეშმაკის მათრახი“-ს მასხარის რემარკა. თავის ჩვეულ სიმაღლეზე დგანან ვასილ ბარნოვი, ნიკო ლორთქიფანიძე და შალვა დადიანი. ჩვეულებრივ იბეჭდება ლეო ქიაჩელის და ს. კლდიაშვილის უნიჭო პროზა — ეს სხვათა შორის.
ქართული სინამდვილის პრიმიტივის ფაბულა პროზაში გააცოცხლა
დემნა შენგელაიამ (ფაქტი: — სანავარდო, ტფილისი). ამ მიმართულებით „ქართულ მწერლობაში“ დაიბეჭდა ორი მისი მოთხრობა „ლაფშა“ და „ჰოროველ“ სხვა დროს ჩვენ აღვნიშნეთ ზოგიერთი ხერხები პრიმიტიულ ფაბულის ფორმალურ კონსტრუქციისათვის როდესაც დ. შენგელაიას „სანავარდოს“ ვარჩევდით, იქ ჩვენ ვამბობდით, რომ ქართული პრიმიტივი უნდა გადაეჭდოს ანდრეი ბელის გეომეტრიას ისე, რომ ფაბულა წონასწორობით უნდა შენდებოდეს. შენგელაია კუთხური მზერით აშენებს საგნებს და მოვლენებს, მაგრამ ერთ-ერთ უხერხულობათ ითვლება ის გარემოება, რომ კონკრეტ ფორმალურ წერის მეთოდში დემნა შენგელაია ვერ აყენებს პრიმიტივს იმ საფეხურზე, რომელზედაც ის საუკუნეთა მტვერიდან გამოტაცებული ხალასი სახით უნდა წარმოგვიდგეს. ამის მიზეზია ის რომ მას წინაპარი არა ჰყავს და ამიტომ თვით უხდება დაწყება, მაგრამ ის რაც შეადგენს შენგელაიას ზრდას ამ ჟამად — არის სიტყვის სინტაქსის გამართვა და სტილისტური მიღწევები. ფაქტზე შორს არ წავალთ ამისათვის კმარა „ლაფშა“ და „ჰოროველ“. ქართული პრიმიტივის ღვიძლი შვილია „ქართლის ცხოვრება“, „გრიგოლ ხანძთელი“, გამთბარი აღმოსავლეთის მცხუნავი მზით. ამიტომ უდავოა, რომ იგი დიდხანს შერჩება, როგორც გამართლება ქართულ პროზას.
„ქართულ მწერლობაში“ იბეჭდება სტეფან კასრაძე. მისი მთლიანი სახე ჯერ მოხაზული არ არის და ამიტომ ჩვენ მხოლოდ მით დავკმაყოფილდებით, რომ „გვართ-სამხილავი“ გამარჯვებული დაწყებაა ახალგაზრდა მწერლისთვის.
ამთავითვე მოცემულია დამოუკიდებელი გზა მემარცხენე პროზის ოსტატობისათვის. განგებ შევინარჩუნეთ სიტყვა პროლეტარულ მწერლობის ახალ ფრონტზე. ამ ახალგაზრდობის პათეტიური დეკლარაცია გალღვა რომანტიულ განწყობილებით. „ქართულ მწერლობაში“ მათგან წარმოდგენილია მხოლოდ კ. ლორთქიფანიძე, კ. კალაძე და პოლ უმორდვინოვი. მაგრამ ზემოდ წამოყენებული დებულება ვრცელდება ყველა დანარჩენებზეც, რომლებიც კი სადმე იბეჭდებიან. ლორთქიფანიძე ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ამის დასამტკიცებლად. უკანასკნელის განწყობილება არაფრით არ განსხვავდება ტერენტი გრანელის განწყობილებისაგან. სანიმუშოდ ჩვენ მოვიყვანთ მრავალ ამონაწერებს მისილექსებიდან — „ექვსი სიმღერა“. გარდა იმისა, რომ ეს ლექსი თავის განწყობილებით მეტისმეტად მკრთალია და რომანტიული, იგი მუსიკალურად გალ. ტაბიძის ახლო ნათესავობაში იმყოფება. საკმარისია შედარებისათვის:
„წმინდაო, წმინდაო, მაცხოვარ“.
ან „თებერვალს უხმობენ, თებერვალს“ (გ. ტაბიძე).
„ზვირთებო, ზვირთებო რას მეტყვით სხვას“.
„აიის, აიის; ახალიდღეების“ (კ.ლორთქიფანიძე).
გარდა ამისა შეხვდებით მთელ რიგ სურათებს გრანელის ხეტიალისათვის
ჩვეულს. ლექსის შინაგანი დინამიკა იხუთება გაბითურებული რომანტიული მისტიციზმით და მეტისმეტად მკრთალი განწყობილებითა და მუსიკალობით, რომელიც „შემოდგომის“ ფიქრებამდე მიიყვანს მწერალს. ასევე უნდა ითქვას კ. კალაძის შესახებ. აქ უკვე მოკვეთილია კალამის განწობილება.
„და ასე ყოველ-ღამ ვწუხვარ და ვკანკალებ
გულზე შემოსეულ ყორნების მხილველი“...
„...ცის სიღრმე ივსება შავი ფრინველებით
ბნელდება თანდათან გული და მზე“.
რით განსხვავდება აღნიშნულ ლექსების ავტორთა
ხასიათი, და აგებულება გრანელის ჩვეულებრივ განწყობილებისაგან.
არაფრით. პირიქით, გრანელი უფრო მეტ პერსპექტივებს სჭვრეტს:
„მე მინდა ისევ გაფრენა მზისკენ“.
ჟურნალში იბეჭდება ნიკოლო მიწიშვილის ჩვეული ლექსე ბი და თვალსაჩინო წერილები ქართული მწერლობისა და საქართ ველოს პრობლემებზე, რამაც თავისებურად გამოაფხიზლა საზოგადოების გულისყური და ინტერესი დროული პრობლემატიურობით. პრინციპიალურ ხასიათის წერილებს მწერლობის საკითხებზე სწერენ აგრეთვე სიმონ ჩიქოვანი, ნ. საქარელი, გ· კოტეტიშვილი და სხვ. მათ შორის აღსანიშნავია ს. ჩიქოვანის წერილი „თანამედ როვეობა და ქართული პოეზია” საკითხის ნამდვილი გაშუქებით.
ჟურნალში წარმოდგენილია წერილები სოციალურ პოლიტი კური ხასიათისა, რომლებიც საკმაო ცხოველ ინტერესს არ არიან მოკლებულნი. მათ შორის პუბლიცისტური სიდინჯით არის დაწერილი გერონტი ქიქოძის წერილი „ომის მოლოდინში”.
უფრო მეტი სიძნელეა რედაქციის საქმე, რომელსაც ენერგიულად მიუძღვის ნ. მიწიშვილი. მწერლობის დაქსაქსული ჯგუფების გაერთიანება ადვილი არ არის. ჟურნალი დიდი მიღწევაა ამ მხრივ. ამიტომ მისი გაუმჯობესება უნდა შეადგენდეს ყველა მწერლის მოვალეობას. ყოველ შემთხვევაში ჟურნალის პასუხისმგებელმა რედაქციამ ცხადათ გამიჯნა მწერლობის ორივე ფრთა და წინანდელი ჯიუტობა და თავის მოტყუილება ეხლა უფრო ნათელი გახდა მწერლობის ყველა ფრონტებისათვის — „გულს გული იცნობს“. ყველამ თავის გზა მოსძებნა.
„მემარცხენეობა“,1927 წ. №1