ნიკოლოზ ჩაჩავა // თეზისები პოეტებს მსოფლიო მდგომარეობის შესახებ
1) პ ა ნ ო რ ა მ ა
ბობები, შრაპნელები
ბურჟუაზიას
ლორდი მეილი
მონოკლ
an uncle
ქრონიკა საოცარი.
ხაფანგი
ერესეფესერე
— სერიოზულია
— რატომ ეშინიათ.
ფრანგი რეიმონდ პუანკარე
ყველაზე ანკარა
გრაფი აფიორ
ტრიუკო დრამის დედექტივი
ცნობილი ყველგან
ლირიული ბაჯაღლო ოქრო
ჯანყი ინდოეთი
სენატორი დარდიმანდი
პარლამენტიორი
მორგანი
ორგანი.
ნურას უკაცრავად...
კომუნარები ბოდიშს არ იხდიან
იტალიო სეკოშერჩიო
მუსოლინის უზრდელი ჩექმა
წითელ არმიელს ფეხზე ჰკიდია.
მაკდონალდი ხომ.....
სასაცილოა ამ ლორდის ამბავი
ბამბასავით რომ დიპლომატობს.
საუცხოვოა ბრუციანი იაპონია თავის როლში.
ტოკიო
იაკოგამა.
ჩიკაგოსავით მოსწრებულ ქალაქს
კონტრაბანდათ დააქვთ კომუნა.
ბომბები
შრაპნელები
ბურჟუაზიას.
2) სცენარი აჯანყებებზე.
კომუნარებო.
რევოლიუცია რევოლვერები
დეკრეტი მოდის წითელი კრემლის
— ევროპა მოკვდა
— ევროპა მოჰკლეს....
ქრონიკორები აკრავენ ამბებს
რადიო სადგუოს არა აქვს წუთი
ღამეს უთევენ
კაპიტალს
ტრესტებს.
აჯანყებულებს არ ყოფნით ბომბა.
ობი მოება
ქონიან სმოკინგს და
კატაკომბას.
გუმბათებიდან სცვივა ოცნება
კათოლიკების მისტიური ოლარს
ხოლერა უჩანს
უჩინმაჩინი ჩინელების
ფინალი მოდა
ახალი ოდა რევოლიუციას.
კომუნარებმა არა იციან
რა არის შიში
აჯანყებულებს ახსოვთ ვერსალი
— ვერსად ვერ წახვალთ
მუშის ძარღვების ახალი რაზმი
მზამზარეული
დინამიტები და ყუმბარებით,
— ბარემ აჰყარეთ.
— ბარემ დარკინეთ
უსალტო ბურთი ბანკირების და ფერმერების.
საოცარია....
სისხლის პლაკატებს ისვრის მარტირა
მარტოოდენ მტირალი ცამდიარები
ბრძანებებს აკრავს
აფიშებათ
ფაშისტების საკატასტროფოთ,
იაფი გახდა აქციები ნაქუცმაცები
ბირჟა გაკოტრდა
ყველგან მეტს ფასობს
კუნთების კუნთვა
მოტორების მანიფესტები.
არ დარჩა მიწა....
მეზღვაურთა სამხედრო ცენტრი
მაღაროებში გზავნის დელეგატს.
ლეგატ ცდილობს
დღე ნასუფრალი შეინარჩუნოს
მაგრამ
„ჩონი“ ამზადებს
საპატიო ვაზნებს და მასრებს
კომუნარები ყველას მოასწრებს...
მოაქვთ რადიო
— ან დღეს, ან ხვალ.
ან არასოდეს.
3) კომუნარები და რელიგია
კომუნარები რელიგიას არ ერიდება
კერპები სცვივა მარგალიტებათ
მაგალითია უპირველესი
კირიელეისონ
კირიელეისონ
არავის უნახავს ნაზარეველი
არეულია ეს ამბავი გეთსიმანია.
კომუნარებმა არ იციან
რა არის ბუდდა
აბლაბუდა ქვეყნის ამრევი.
რევოლიუციამ ეკლესიას მოხადა ბადე
და დაიბადა ახალი რწმენა
სმენა!!
რელიგია გამოცხადდა
კანონ გარეშე.
4) კომუნარები და ტრადიცია
ლორდ მეერ უნიტასს
სძულს ჩიჩერინი
დაჩიჩული ხმით უხმობს კანადას
რევოლიუციას არ სურს ადათი
რევოლიუცია არ ატარებს არსად ხელთათმანს
ვრცეულია ხმა:
„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“,
ერთადერთია:
რევოლიუცია. რევოლვერები.
რევოლიუციამ არ იცის ლმობა
რევოლიუცია ბოდიშს არ იხდის.
ტრადიცია არ არის კერპი
კომუნარების კომენტარია
კომუნარების დირექტივები.
ჟურ. „მნათობი“ 1924 წ. №5