cover

ნიკოლოზ შენგელაია // რამოდენიმე წინასწარი შენიშვნა სურათ „ელისოს“ შესახებ

რამდენიმე წინასწარი შენიშვნა სურათ „ელისოს“ შესახებ

ჩვენს მიზანს არ შეადგენდა ალ. ყაზბეგის „ელისოს“ ილუსტრაცია მოგვეწყო კინოში. დაგვაინტერესა იდეამ, რომელიც მოცემულია „ელისოში“. ეს არის ძველი რეჟიმის პოლიტიკის გამოაშკარავება და მისი შედეგების სახეობა.

როდესაც ჩვენ შეუდექით სცენარის დამზადებას და ჩეჩნეთის ლოკალის შესწავლას, სათანადოდ რომ გამოირკვა, ყაზბეგს ბელეტრისტიკის ხათრით დაუმახინჯებია ისტორიული სიმართლე კოლონიალური პოლიტიკის, ან უკეთ, ვერ გაუნათებია საჭიროებისდაგვარად. მაშინ ჩვენ დავიწყეთ თვით ისტორიული დოკუმენტების შესწავლა, გავეცანით ტერგის ოლქის უფროსის საიდუმლო არქივს (რომელიც მხოლოდ რევოლუციის შემდეგ იქმნა გამოაშკარავებული და ხელმისაწვდომი) და სხვა მრავალ მასალას.

ამ მასალების შემდეგ ჩვენ „ელისოს“ დრამატიული კოლიზია სრულიად შევცვალეთ. სცენარში შევიყვანეთ უფრო მასების მოქმედება და მათი მდგომარეობის გადმოცემა. ფაბულა დავასუსტეთ და სიუჟეტის სიბრტყე გადავიტანეთ თვით საზოგადოების მოქმედებათა სიღრმეში.

აქედან ცხადია, სურათი არ წარმოადგენს „ელისოს“ ილუსტრაციას და ეს არც საჭირო იყო. სცენარზე ვმუშაობდით მე და სერგეი ტრეტიაკოვი.

შეძლებისდაგვარად, სურათი გადავიღეთ კავკასიის არა ეგზოტიკურ მიდგომით და ბუნების ესთეტიზმის მოსპობით.

ამ გზის უფრო კარგად განხორციელებას მე შევეცდები, როდესაც ტრეტიაკოვის თანამშრომლობით დავდგამ სურათ „ბრმას“ (სცენარი ტრეტიაკოვისა). მე მინდა ამ სურათში პირველად ვაჩვენო ნატურის კონსტრუქციულად მოხმარება კინოში.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. №2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი