ნიკოლოზ შენგელაია // პოემიდან: გარემოება
კოშკი მაგარი.
შავი კოშკი მძიმე თაღებით.
მაღლა სოფელი განთქმულია
ნადირობით და სისხლის აღებით.
დღესასწაული ათრობდა ყველას
ვარდისფერი დღე:
პატარას, დიდს.
არაყი ნისლით ფარავდა თვალებს,
არაყი ფანტავს თვალებში ბინდს.
„აბა, ვინ იცის თეთრი მთებიდან
რა მოიტანა ამ დილას ქარმა,
რამდენი ჯიხვი შეწირა ყანსავს
ფერდზე დამცდარმა გადაღმელთ ჯარმა?..“
ფერხული ფეხებს
მთის ჩრდილში ფანტავს,
თხის ქალამანი ყველაზე მარდობს _
მზე ოქროს ნაწნავს თვეთნოლდზე ართავს,
ვაჟკაცის გული:
კარავზე დარდობს
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. # 1