ნიკოლოზ შენგელაია // მზის ჩასვლა
უღრან ღრღნიდა ღრეს ღარება,
გორა გრგვინვა გრიგალს გავდა,
ხრამს ჩაჩეხილს ახარებდა,
მზეს ყინული თითებს სწვავდა.
კლდე მოხეთქილ სალტი კალა
დახუთული ფილტვით სკდება,
მკერდი ხე-ტყემ ამორკალა,
მზეს ფოთოლზე თმა უკვდება.
მიდორს წვიმა მოსდევს შავად,
ქორი წარბი დარბის ქარზე.
მზე გაცივდა მთაზე ავად
და ახველებს ჯიხვის რქაზე.
მზე შინა და მზე გარეთა,
კლდე გარს შემოსული,
მთამ იმატა, მზე გარეტდა
და ამოხდა სული.
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. №1