cover

ნიკოლოზ შენგელაია // ნეგატივი

ნეგატივი

ფორთოხლის ჩრდილში
ოქრო პატარა
მზემ
ღამის ლანდზე
გადაატარა —

ავტომობილი
გზა იყო მოკლე
როდესაც!
წამი მზის სხივში მოკლეს —

გზა გასწრებული
შოფერს — შოფერი
დაუდგრომელი
პილოტს — პილოტი,
მისდევს.

გემის ანძაზე
ქარი ტიროდა
ეს იყო ის დღე —
და..

ჟურნ. „ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი