cover

ნიკოლოზ შენგელაია // გაგრძელება

შუა ქუჩაზე
მზე ფეხდამცდარი
ჩამოვარდა წვრილ მავთულიდან.
წუთის გულიდან
წამწამებზე დაეკიდა სინათლის წვეთი —
მისხალი დრო
და...
ლურჯი ვიტრინა ფართო თვალების
ყველა ტრესტებზე
უფრო იყო სიმდიდრე ქუჩის.
სახლები — სახლზე
სართულები შუბლზე მიჰქროდა
360-ში
დღე იყო ერთი
როგორც ტრამვაის,
მოხეული მწვანე ბილეთი
ეკიდა თვეზე
სულ პატარა და საცოდავი.
ცას ამოვსებულს
გამურული თუჯის ქვავებით
მაჯა ვერ იტანს
კუნთების სუნთქვა სცემს ფოლადივით
დაატყდა მძიმედ
და...
ხმა გაცვეთილ
ვიწრო ყელიდან
ჩამოწყდა საათებს ციფე-ბლატები;
გზათ დაფანტული.
დრო როგორც ხრეში —
წუთი კენჭივით გადავარდა
სარკის უბეში.
კვამლი უძრავი ვით
ფოლადის მძიმე ნახერხი —
რკინის ღვედებით მობრუნებულს
დაეცა ქუჩას,
ქალაქის ქშენა
გაქცეულ ნერვებს
ბორბალმა შუბლზე გადააჭენა —
მაღ ამართული.
ბეტონის ბოძები — ფოლადის ფრჩხილებით
სპილენძის მავთულით
სართულის გადაღმა
ცას თვალი გადაება —
და...
გაუზომელი მანძილის ქარტა —
მგზავრის ჩემოდანს დაეცა დარდათ.\

ჟურნ. „ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი