ბიძინა აბულაძე // მნათობი
ოქტომბრის რევოლიუციის შემდეგ ლიტერატურის ბირჟა ძლიერ ხელმისაწვდომი საგანი გახდა. შეიძლება ეს იყოს მხოლოდ დიდი პლიუსი საბჭოთა ხელისუფლების კულტურის დარგში. ცხადია, სოციალისტურ რევოლიუციას ხელახლა უნდა წარმოეშვა ადამიანის ფსიხიკა. ფსიქოლოგიურად გარდაქმნა ადამიანის, მისი განთავისუფლება რკინის ღვედებით შებოჭვილ ბურჟუაზიულ
და ვიწრო-კაპიტალისტურ სალტებიდან ოქტომბერის პირველი გაკვეთილი იყო (ფაქტი: სამხედრო კომუნიზმის ხანა). აქ მოხდა განადგურება მისტიციზმის, თეოსოფიის, ოკულტიზმის, აპოკალიპსურ ცხადების.
ადამიანის ფსიხოზი დადგა მყოფადერ რეალობის საფუძველზე. ეს იყო მთავარი მომენტი ლიტერატურული ბირჟის გადახალისების, ხელახლა დაბადების. მოწინავე ფრონტების დაცლა აუცილებელიიყო იმ კიბური სტრუქტურით, რომელითაც ჩვენ ვხსნით ლიტერატურულ შკოლათა არსებობას. ხელმეორედ შობილ ადამიანისათვის სრულებით გასაკვირველი არ არის „ორმოცი წლიანის ბავშვობაც“-კი. დაცლილ ფრონტებიდან მეხსიერების ტევულობაში გვრჩება მხოლოდ მთლიანი სახე გამოცემების. ამ მხრივ მხედველობაში გვაქვს სხვა და სხვა სალიტერატურო ჟურნალები. უკანასკნელიდან გვრჩება ახალთქმები, რამდენათაც ეს უკანასკნელი ცხადდება აქ. ეს არის უმთავრესი საზომი, რომლითაც ჩვენ ვუდგებით ჟურნალ „მნათობი“-ს განხილვას. ჯერჯერობით კი თვით ჟურნალის
ღირებულება:
ქართული ლიტერატურის ნივთობრივი გადაფასება ან არა, ან ძლიერ შეუმჩნეველად ხდება. ამის მიზეზი შესაძლებელია არის ის უპრინციპობა, რომელზედაც აქამდე დგანან ჯერ კიდევ რამოდენიმე ქართული ლიტერატურული გამოცემები. საბედისწერო გამონაკლისს შეადგენს ამ შემთხვევაში ჟურ. „მნათობი“. ფორმულა საკუთარი ჟურნალს აქვს. გარდა ამისა თანამედროვე შემოქმედების პრობლემები ყველაზე უფრო მეტად ამ ჟურნალში ცხადდება: აკადემიზმით ყარს „ლეфი“. ის ცოხნის ისევ იმას, რასაც ცალცალკე გუშინ სცოხნიდენ კრუჩონიხი და სხ.
ასეთ გზას ბევრი საბჭოელი ჟურნალი ადგია გარდა ზოგიერთისა, რომლებიც უფრო დაგროვილ მასალების ბიბლიოგრაფიულ გადაფასებას იცავენ, ვიდრე ლიტერატურულ ახალთქმებს, ახალ სიტყვებს. ჩემის მოსაზრებით, ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ეს ჟურნალები მყარ ნიადაგზე არ დგარან: „Печать и
революция“, „Книга и революция“, „Литературная Росся“ და სხვ. არსებითად და ლიტერატურის ბირჟის გადამფასებელად გვევლინება, თუ მას ზედ დავუმატებთ იმ გარემოებას, რომ მათში დღემდე ადგილი აქვთ ტენდენციურ სახის აკადემიზმს, ბრიუსოვის, კოგანის და სხვების სახით. ჟურნალი „მნათობი“ ამ მხრივ უფრო უზრუნველყოფილი არის, თუმცა ჩვენ მის მიმოხილვას გავყვებით იმ გზების დაზვერვით, საითაც მიმართულია მისი გეზი. გზა და გზა შევეხებით ჟურნალის სქემატიურ აგებულებას.
მხატვრული ლიტერატურა: საქართველო.
მხატვრული შემოქმედების პრობლემების რკალი ჟურ. „მნათობ“-ში გაიხსნა H2SO4 საბჭოს მიერ მისმა გამოჩენამ ჟურნ. ფურცლებზე შექმნა შემოქმედების პოტენციალური სრულქმნის მთლიანობა. და სწორეთ ამ მოსაზრებით H2SO4 საბჭო იჭერს მამოძრავებელი ცენტრის ადგილს ჟურნალში. ის გახდა, ვიმეორებ,
„მნათობი“-ს მამოძრავებელი ფიგურა, და ამიტომ შემოქმედების პრობლემების საწყისი ბუნებრივად ჟურნალში ამ უკანასკნელით უნდა დაწყებულიყო. საილუსტრაციოთ ჩვენ ავიღებთ ერთ დარგს მხატვრულ შემოქმედებისას სახელდობრ — პროზას. ილია ჭავჭავაძის შემდეგ საქართველოში მხატვრული პროზა არ არსებობდა, მაგრამ ამ უკანასკნელთან მისვლაც უნდა ხდებოდეს არა ქართული „არშინით“. აქედან უშუალოდ გამომდინარეობს ის ზოგადი დებულება პროზის ტრანსფორმაციის, რომელიც დაიწყო H2SO4 -ს საბჭომ. ამ მხრივ ჟურნალ „მნათობ“-ში ხედავთ: დემნა შენგელაიას, პავლო ნოზაძეს და აკაკი ბელიაშვილს. ჩვენ ვიცავთ დამთავრებულ შთაბეჭდილების გადმოცემას, ამიტომ საჭიროა პერსონალურად:
დემნა შეგნელაია: — „სანავარდო“ „მნათობი“-ს 1-ლ ნომერში დაიწყო და მესამეში დასრულდა დემნა შენგელაიას სერიოზული რომანი „სანავარდო“. რომანის მთავარი საწყისი არის პრიმიტივი.მიღწევების მხრივ რომანი ძლიერია. მისი მთავარი ფაბულა ე. წ. შემდეგ დეგენერაციის პრობლემაა. ამიტომ აქ არის შიგადაშიგ შეხვედრა ანდრეი ბელის მისტიკასთან. კონკრეტ ფორმალურ წერის მეთოდში შენგელაია დაცილებულია (სამწუხაროდ) ანდრეი ბელის. ანდრეი ბელი შესაძლებელია გენიალური სტილისტი იყოს; სტილის მხრივ მას ჩამორჩა თანამედროვე რუსული პროზა. გადმოცემის მეთოდში ბელი გამოდის კუბიზმიდან ამისათვის არის, რომ
მისი სინტაქსიური დენა არ ექვემდებარება ასაშენებელ კუთხეებს და ისე — თავისთავად შენდება. ამ სინტაქსიური დენიდან მოდის მისი ათეულების გადმოცემაც. თქვენ ხედავთ ნიკოლაი აპოლონოვიჩ აბლეუხოვს. თოვლში. ქურქით: უყურებთ ამ სხეულს და იცით, რომ მას აქვს ორივე ხელი; მაგრამ ბელი მას ყოველთვის აყენებს ისეთ მდგომარეობაში, რომ ის გგონიათ თქვენ (ან უკეთ ავტორს)
ცალი ხელით ან — თქვენ ხედავთ პროსპექტს ხალხით. ბელი გაყენებთ ისეთ გეომეტრიულ არეში, საიდანაც თქვენ ხედავთ მხოლოდ „გვერდებს, გვერდებსა და გვერდებს“... ან მეორეს მხრივ — „ფეხებს, ფეხებსა და კიდევ ფეხებს“.. კიდევ მეტი „პეტერბურგ“-ში ბელიმ სახლები მოგვცა როგორც განსაკუთრებული გეომეტრიული ნაკვთები. ყოველი საგნის და მოვლენის კუთხური მზერა — ეს არის ა. ბელის გადმოცემის მეთოდი. ამ შემთხვევაში ბელი არის წმინდა წყლის პირველ ყოფილი
ფუტურისტი. მას არ ახასიათებს სხეულების დაშლა, გარდაქმნა, როგორც ასეთს.
სტილის მხრივ ბელი მოხერხებული დამლაგებელია სიტყვის. ყველაზე მეტად მას ეხერხება სიტყვის სინტაქსის ხაზულობაში საიდანაც თქვენ მარტო გეომეტრია გრჩებათ. სწორეთ ამ პოლიუსში ვერ ხვდება დემნა შენგელაია ანდრეი ბელის. ყველაზე მეტათ ბელით ისარგებლა ერენბურგმა ამ შემთხვევაში თავის „კურბოვ“-ში; მაგრამ ერენბურგის — მოგზაურის ცოცხალი შთაბეჭდილება ვერ შეხვდა ანდრეი ბელის კუბიზმს. სწორედ ამ პოლიუსს ასცდა დემნა შენგელაიაც „სანავარდო“-ში. ეს რასაკვირველია, სამწუხაროა, რადგან შენგელაიას „სანავარდო“ ათეულ წლებს შერჩება როგორც სერიოზული მოვლენა ერთად ერთი. თემებით ანდრეი ბელი არ არის მისაღები. პირადათ ჩემთვის მიუღებელია მის მიერ პირამიდის ასეთი ახსნა:
„Пирамида - БРЕД геометрии“
„Бред“-ს ზედ დაურთეთ კიდევ ის, რომ ბელი არის ოკულტისტი, ნარკოზისტი, მისტიკოსი — კატასტროფამდე (პეტერბურგში) არაეპოქალური დეგენერაციის მომხრე, ვებერთელა ერუდიტი, რომელშიაც გათქვეფილია გოგოლი, დოსტოევსკი... და სოლოვიოვიც კი, ერთის სიტყვით, მთელი — დომხალი. ამ მხრივ შენგელაიამ
სამართლიანად უარყო ანდრეი ბელი. ვერ ვიტყვით, რომ მისი (ბელის) თემები მან (შენგელიამ) დაასამარა, ხოლო გაბედულათ კი შეგვწვევს თქმის სითამამე რომ ა. ბელის თემებს შენგელაიამ მეორე-მესამე ხარისხოვანი როლი არგუნა. ფაქტი: ფალოსი, ეროსი, საშო და სხ. „სანავარდოში“ მხოლოდ მოქმედებას გამოხატავს.
დემნა შენგელაია არის ნიჭიერი შემოქმედი. მან იცის პრობლემის საგნამდედაყვანა და მისთვის მზად აქვს საკმაოდ მდიდარი ლექსიკონი პრიმიტივი მოცემული თემებით. წარსულის მშენებლობა იშლება, როგორც მომავალ მშენებლობის მასალა. „სანავარდო“-ს ავტორი სწორედ ამ მასალის სივრცეში ტრიალობს:
ზემო ნათქვამს სავსებით ადასტურებს დემნა შენგელაიას მეორე პროზა „ჯავშნიანი მატარებელი N. B. E октябр“. გადმოცემის შთაბეჭდილება კარგია, ხოლო სტილში მწერალს ეტყობა „მიგნების“ ცდები. აღსანიშნავი ის არის, რომ ამ მოთხრობაში ჩვენის აზრით ყალიბ კონსტრუქციამდე დადის დემნას სტილი.
მეორე ძლიერი რომანი, რომელიც დაიბეჭდა „მნათობ“-ში არის პავლო ნოზაძის — „დღე და ღამე რევოლიუციის“. საკომენტარიოდ უნდა აღინიშნოს, რომ მხატვრული შემოქმედების პრობლემები ჟურ. „მნათობ“-ში ჩვენი საბჭოდან წარმოიშვა, ამ დებულებას უშუალოდ ადასტურებს პავლო ნოზაძის „დღე და ღამე
რევოლიუციის“ სურათის ერთი შეხედვით, რომანის სტილში მოცემულია ირონიაც, ცინიზმიც და უდიდესი ტრაღიზმი. ამ სამი გზით იბოჭება მკითხველის აზროვნება რომანში მიღებულ შთაბეჭდილების შემდეგ ნოზაძეს სტილში წინაპარი არ ჰყავს. ირონია პროზაში გოგოლმა შექმნა, უარყოფით ტიპებს სანაგვე ყუთიდან ამოყვანილ გმირებს იგი უძღვნის მთელ რიგ ლირიულ „უკან დახევებს“ მათ უკან მოქმედობს და ტრიალობს გოგოლი. ამას დაუმატეთ მოქმედების ადგილი და თქვენ ნახავთ, რომ ავტორი აქ მოცემულია როგორც მსახიობი. საკმარისია სამოქმედო ადგილების გაფართოება („მკვდარისულები”), რომ თქვენ შეამჩნიოთ ამ ავტორის საცოდავი მდგომარეობა. სანიმუშოდ საგანგებოდ მოვიყვანეთ ჩვენ გოგოლი.
პავლო ნოზაძის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის
არ სჩანს როგორც მწერალი, ან უკეთ ჩვენ მას ვერ ვხედავთ:
პეიზაჟი მოვლენა, სურათი, და სხვ. მისთვის წარმოადგენს ცდა-საჩვენებელ სანახაობას. აქ ავტორი ცხადდება როგორც რეჟისორი: ამ მხრივ — ეს პრობლემა წამოაყენა ნოზაძემ თავის რომანით.
რეჟისორ — ნოზაძეს გამოჰყავს და ამოქმედებს ტიპებს და შინაგან განცდას, განცდას გადმოგვცემს როგორც სათეატრო ან საეკრანო სანახაობას. თავადი განდაბია, რომელიც „მიათოხარიკებს
გასივებულ მერანს შოთა რუსთაველის მოყვანელობით“, არის თქვენს წინაშე, აქ ავტორის მსჯელობა გადადის თავადიდან ცხენზე.
„საჭიროა ცხენთან დამოკიდებულების მნიშვნელობა გამოვარკვიო“:\
- ცხენი შეიძლება ადამიანია ყმა თავად-აზნაურთა.\
- ცხენის საშუალებით გრძელ გზას შეიმოკლებს დრო ჭამაა.\
- მოზიარე ლხინში, ჩხუბში და დავალებებში, ამის და მიხედვით
ცხენი პატრიოტი და გლითადი მამულის შვილი“.
ამას დაურთეთ ისიც, რომ თვითეულ ტიპის მოქმედება ხშირად საქრონიკო ცნობებით იწყება. აიღეთ თუნდაც დარისპანის განწყობილება საშინელ ღამეში. მე აქ ვხედავ უდიდეს ტრაღიზმს და რომანტიზმს.
„იმ ცხოვრებისათვის ვალი არ გამოყვება.— ფიქრობს დარისპანი: —
ცამეტი ცხვარი დავუკალი ჩემს მამა პაპებს, მე ვინ დამმარხავს?
გიხაროდეს! — ქვაბებო — თოხებო — კათებო — სახნისო — თქვენ გადურჩებით ცეცხლს. გიხაროდეს! მიწავ — ჩემი ცრემლით — ჩემი ოფლით გამორწყულო, შენ გადამიცვლი მეც.
პირველად ჩემი სახნისი.
მერე ჩემი ძროხა, — მოვლით დაავათმყოფებული კიდევ იქით
ხარები.
კიდევ წიწილები, ძაღლები, კატა, გოჭები.
გარდა ამისა, ბუბერეთის მთაში დაჭერილო, ჩემო საწნახელო, გიდლებო, — მე თქვენი მამა ვარ!“
რომანის დასრულება საშუალებას მოგვცემს ალბათ უფრო ვრცლად მის მიღწევებს
მაშინ შევეხოთ. რომანის ფაბულა შეიცავს თავად-აზნაურობის
დაღუპვის ისტორიას.
პავლო ნოზაძემ ქართულ პროზაში შემოიტანა სიუჟეტის კონსტრუქტივიზმი და სიუჟეტი წამოაყენა როგორც ფორმალური მეთოდი.
ამ მხრივ სისულელეა ზოგიერთ რეცეზენტის თქმა, თითქოს ამ რომანს რამე საერთო ქონდეს ერენბურგთან. ამის თქმა უბრალო გულუბრყვილობის და გაუგებრობის ნაყოფია.
აკაკი ბელიაშვილს ეკუთვნის რომანი „ცხრა ცენტრი“. აკაკი ბელიაშვილი ეხლა მუშაობს ახალ რომანზე და სიტყვას ისევ ვიტოვებ, მხოლოდ „ცხრა ცენტრ“-ს შევეხები იმდენათ, რამდენათაც მისი რაოდენობა ამის საშუალებას მაძლევს.
ჩემს წინაშე მოცემულია რომანის პირველი სერია. აკაკი ბე ლიაშვილმა სამართლიანად უწოდა მას სერია. რომანი მოცემულია კინემატოგრაფიული სისწრაფით და რაც მთავარია, მოძრაობის უკიდურესობამდე დაყვანა. თვით კატასტროფამდეც კი (ეს მხო ლოდ ა. ბელიაშვილს ეხერხება როგორც პოეზიის ტერორისტს). ეს ფაქტი რომანის დასრულების შემდეგ უფრო ხაზგასმით დამტკიც დება. რომანში მკითხველი ხედავს მოძრაობას.
ხშირად ტიპები ვარდებიან მკითხველებთან ერთად საგანგე ბოდ მოწყობილ ჩიხში. ასეთი ადგილები უხვადაა 1-ლ სერიაშიც: მაგალითად, „უეცრად შემოვიდა მსახური და გადასცა სადარბაზო ბარათი (პროვოკატორ სერ ჯეკსონს).
იაშკა ჟერლო
ჯეკსონი რამოდენიმე წუთს გამოურკვევლად იდგა!!” მოძრა ობის ცვალებადობა დაყვანილია გეომეტრიულ ხაზებამდე კინემა ტოგრაფიული სისწრაფით. ამის შესახებ ჩვენ სხვა დროს ვიტყვით უფრო ხელსაყრელ დროს რომანის მიღწევებზე.
„მნათობ“-ს არ აკლია საბულვარო პროზაც ამ მხრივ უნდა აღვნიშნოთ ადამაშვილის „კვაჭი-კვაჭანტირაძე“. ამ უკანასკნელ ში არაფერი არ არის ნიჭის, რაც მთავარია მოცემულია როგორც საბიოგრაფიო მასალა. სამართლიანია ავტორის ჩივილი ისტორიის გარშემო, თუმცა ისტორიის არც ერთი ძუნწი კუნჭული არ დარჩე ნია ავტორს მოუხმარებლად. რასპუტინის ცხოვრება მეფის კარის ღენერლების და მინისტრების მემუარებიდან არის გადმოქართუ ლებული იმ განსხვავებით, რომ საყურადღებო მომენტში სათამა შო ხესავით გამოყავს „კვაჭი კვაჭანტირაძე“. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ეს არის ცუდი სცენარი. „მნათობი“-ს რედაქცია ბევრს მოიგებ და − რომ ასეთ „საბულვარო სენსაციას“ ჟურნალის ფურცლებზე ადგილი არ ჰქონდეს.
დანარჩენებზე არაფერი არ ითქმის, „ფერადი ბუშტები“-ს და მატებით უფრო სა-„ჯეჯილო“ მასალაა ვიდრე სერიოზული მოვლე ნა მხატვრულ მწერლობაში. პოეზია:
მხატვრულ პროზას „მნათობ“-ში ჩამორჩა პოეზია... ქართ ველ პოეტებიდან „მნათობ”-ში მონაწილეობენ: გალ. ტაბიძე, ვალ. გაფრინდაშვილი, კოლ. ნადირაძე და სხვ. ყველა მათი დასახელება ჩვენ ზედმეტად მიგვაჩნია. „ჯონ რიდი” გალექსილ ბიოგრაფიის მა სალას წარმოადგენს. მგონია, რომ ჯონ რიდის წიგნი თვით უფრო მეტ მასალას იძლევა ავტობიოგრაფისთვის, ვიდრე გაჭიანურებუ ლი „ჯონ რიდი”, სხვა ლექსებში არ არის არც ერთი პოეტური ხაზი, თქმა. საკვირველია! ეს გადაშენების პოეტები საიდან ჩაცვინდენ „მნათობ”-ში? არგუმენტისათვის: ისინი კრიტიკას ვერც უძლებენ მაგ. კოლაუ ნადირაძის „მიმართვა ბავშვებს“ სწორედ ცახელის გე მოვნების ლექსია (შედარება „მარტოდ მარტოა ობოლი”).
რა არის მაგ.
„ო, რამდენ ქალაქს ენატრება დღეს ბაკუნინი ან ბრინჯაოსი, ან ცოცხალი და ან ლანდური“. (ვ. გაფრინდაშვილი)
დანარჩენებზე არაფერი ითქმის. ისინი დაუსრულებლად მცი რე ელემენტების შთაბეჭდილებას სტოვებენ და ჩვენს საბიბლიოგ რაფიო კრიტიკის გარეშეც კი დგანან.
სადეზინი ექციოდ გაისმა ნიკოლოზ ჩაჩავას ხმა. „თეზისე ბი პოეტებს მსოფლიო მდგომარეობის შესახებ“, − უფრო სხვა დანიშნულების იყო. მას უნდოდა ამ „ლანდური და აბსტრაქტული“ სახეებიდან მოეწყვიტათ „მნათობი“-ს ყურადღება და მიემართაის „მსოფლიო მდგომარეობისაკენ“. კარგია ლექსის შუა ნაწილი, მაგ რამ ვიმეორებ, ლექსს აქვს სადეზინი ექციო მნიშვნელობა და ღი რებულება. ნიკოლოზ ჩაჩავა სხვა შემოქმედებისთვის არსებობს „მზე მახეული”... მაგრამ ლიტერატურულ გამოსვლებში მას ყველაზე მაღლა უჭირავს სამხედრო ტაქტიკა. უცხოეთის ლიტერატურა: რუსეთი:
უმთავრესად თარგმნილი ლიტერატურა სჩანს. კარგია თარგ მანები კონსტ. ჭიჭინაძის − ბლოკის − და სხვათაგან. არ წაიკით ხება სრულებით „შვიდი დღე” (მთარგმნელის დასახელება საჭირო არ არის). „ტრესტი დ. ე.” კარგი თარგმნილია. მოისუსტებს მეორე ნაწილი. რაც მთავარია, უცხოეთის ლიტერატურაში ხდება ორი პოლიუსების შეხვედრა. ერთის მხრივ სიმონ ჩიქოვანის და მეორეს მხრივ ბორის პასტერნაკის.
„კრემლი გრიგალი 1918 წლის დასასრულს”. ამ ლექსში სიმონ ჩიქოვანი და პასტერნაკი ერთმანეთს ხვდებიან. ავანსი: ეს თემა − იქნება მომავალი წერილის.
ორეულთა ცხადების შესახებ მართლდება ბენო გორდეზიანის თქმა.
სანიმუშოდ მოვიყვანთ:
„როგორც ნატალი შეყინული შარვლის ყოშებზე
და ქარბუქებით მოხარხარე ის საგანგებოთ
დამჭერი ბედის ჩაბალახის გრძელი ეშვებით...“ და სხვ.
უკეთესად გადმოცემა ამის თარგმანის შეუძლებელია.
ცუდათ არის თარგმნილი მაიაკოვსის „ოდა რევოლიუციის”. აქ არ არის დაცული მთარგმნელის მიერ ავტორის არც მეტრი, არც რიტმი. უფრო სწორი შეფასება ამ თარგმანის თვით ვლ. მაიაკოვსკიმ მოგვცა. ერთ-ერთ ინტიმურ ჯგუფში სიტყვა სიტყვით: „ასეთი თარგმანი რა საჭირო იყო. მე უკეთესს ლექსს დავწერდი ქართულათო”.
მაიაკოვსკის კარგად უდგება ნიკოლოზ შენგელაია − ტრი ბუნალური ხმა, მე-III ინტერნაციონალი“. გამოდის მაიაკოვსკის ლექსების თარგმანები და ალბათ იქ გამოჩნდება მაიაკოვსკის შე მოქმედების ნათელი ათვისება თარგმანებრივ განსახიერებით. ეს შემდეგ.
ორიოდე სიტყვა დასავლეთის ლიტარატურაზე. ჟურნალი მხოლოდ გილბო, ვერჰარნით, ან მატინეთი ვერ ამოსწურავს მას. საჭიროა ახალი პოეზიის −– თარგმანები. ამას უნდა მიექცეს ყვე ლაზე მეტი ყურადღება. კარგია თარგმანები კონსტანტინე ჭიჭინა ძის ვერხარენიდან.
მხატვრული კრიტიკა:
მხატვრულ კრიტიკის დარგში ოთხი საყურადღებო წერილი დაიწერა ჟურ. „მნათობ“-ში ეს წერილები ეკუთვნით ბენო გორდე ზიანს, შალვა ალხაზიშვილს და სიმონ ჩიქოვანს. ბენო გორდეზიანს ეკუთვნის წერილი „ოქტომბერი და მხატ ვრობა”. რედაქციამ სადისკუსიოთ სცნო ეს წერილი, მიუხედავათ ამისა დღემდე მასზე არც რედაქციას გამოუთქვამს თავისი აზრი, ეს მით უფრო გამარჯვება არის. გორდეზიანს აქვს უნარი სხეულის ანალიტური დაშლის და აქედან ყალიბ სახის მოცემისა. ამას ჩვენ სხვა დროს ვუწოდეთ კონსტრუქტივისტული აზროვნება. ამნაირად კონკრეტ აზროვნების გარშემო ტრიალებს ბენო გორდეზიანი. შალვა ალხაზიშვილი შესაძლებელია არის „ძუნწი რაინდი“. კინემატოგრაფიულ სისწრაფით, რაზედაც არა ერთხელ თქმულა, აგვიწერს ის რუსეთის თეატრალურ-დეკორატი ცუდათ არის თარგმნილი მაიაკოვსის „ოდა რევოლიუციის“. აქ არ არის დაცული მთარგმნელის მიერ ავტორის არც მეტრი, არც რიტმი. უფრო სწორი შეფასება ამ თარგმანის თვით ვლ. მაიაკოვს კიმ მოგვცა. ერთ-ერთ ინტიმურ ჯგუფში სიტყვა სიტყვით: „ასეთი თარგმანი რა საჭირო იყო. მე უკეთესს ლექსს დავწერდი ქართუ ლათო”. მაიაკოვსკის კარგად უდგება ნიკოლოზ შენგელაია − ტრი ბუნალური ხმა „მე-III ინტერნაციონალი”“. გამოდის მაიაკოვსკის ლექსების თარგმანები და ალბათ იქ გამოჩნდება მაიაკოვსკის შე მოქმედების ნათელი ათვისება თარგმანებრივ განსახიერებით. ეს შემდეგ.
ორიოდე სიტყვა დასავლეთის ლიტარატურაზე. ჟურნალი მხოლოდ გილბო, ვერჰარნით, ან მატინეთი ვერ ამოსწურავს მას. საჭიროა ახალი პოეზიის _ თარგმანები. ამას უნდა მიექცეს ყველა ზე მეტი ყურადღება. კარგია თარგმანები კონსტანტინე ჭიჭინაძის ვერხარენიდან. მხატვრული კრიტიკა: მხატვრულ კრიტიკის დარგში ოთხი საყურადღებო წერილი დაიწერა ჟურ. „მნათობ“-ში ეს წერილები ეკუთვნით ბენო გორდე ზიანს, შალვა ალხაზიშვილს და სიმონ ჩიქოვანს.
ბენო გორდეზიანს ეკუთვნის წერილი „ოქტომბერი და მხატ ვრობა“. რედაქციამ სადისკუსიოთ სცნო ეს წერილი, მიუხედავათ ამისა დღემდე მასზე არც რედაქციას გამოუთქვამს თავისი აზრი, ეს მით უფრო გამარჯვება არის. გორდეზიანს აქვს უნარი სხეულის ანალიტური დაშლის და აქედან ყალიბ სახის მოცემისა. ამას ჩვენ სხვა დროს ვუწოდეთ კონსტრუქტივისტული აზროვნება. ამნაირად კონკრეტ აზროვნების გარშემო ტრიალებს ბენო გორდეზიანი.
შალვა ალხაზიშვილი შესაძლებელია არის „ძუნწი რაინდი“. კინემატოგრაფიულ სისწრაფით, რაზედაც არა ერთხელ თქმულა, აგვიწერს ის რუსეთის თეატრალურ-დეკორატიულ მხატვრობას, წერილი დამძიმებულია მაგარი ერუდი ციით, რომელიც გადმოცემულია უფრო საბიულეტენო ცნობების სახით (ერთი თავისებურება ალხაზიშვილის შემოქმედების).
მე მინდა შევჩერდე სიმონ ჩიქოვანის წერილებზე. ჩვენ არ ვიცით, რა საჭირო იყო H2SO4 -სათვის გაეკეთებინა ვისმეს კომენტარიები, ისიც ამავე ჯგუფიდან და ისიც „სასწრაფოდ“, „სასწრაფო“-ს მაგიერ ეს სიტყვა სხვა „ნაუცბედარი“-ს შთაბეჭდი ლებას უფრო სტოვებს, რასაკვირველია, ეს ეხება ნაკლს. მიუხე დავათ ამისა წერილი კინემატოგრაფიულად გვიჩვენებს პეიზაჟს ქართული ლიტერატურული აზროვნების განვითარებისას. ხაზი სწორად არის აღებული. ჯორჯაძისა და „ყანწელების“ ნათესავო ბის უშუალო ჭეშმარიტებას აკლია არგუმენტაცია. საჭირო იყო ამ ნაწილის უფრო გაფართოება. წერილის მეორე ნაწილი შეიცავს H2SO4 შემოქმედების ანალიზს. ვერ იძლევა მთლიან სახეს მთელ სსაბქოზე. მიუხედავათ ამ ნაკლისა წერილი მაინც მკაფიოდ აყე ნებს ქართული კულტურის პრობლემებს. ქართული ხელოვნების განვითარებისათვის სათანადოთ არსებობს საკლასო-სოციალური ბაზა. თანამედროვე პოლიუსებში ის წარმოადგენს პროლეტარულ უტილიტარულ ღირებულების ნივთს და ხელოვნების რეზონანსი აქ უნდა იწყებოდეს. ემიგრაციამ (ვეშაპელის სახით) ეს შეიგნო და ამიტომ საჭიროთ სცნეს დაუბრუნდნენ საბჭოთა საქართველოს. სამწუხაროდ, წერილში არ სჩანს ქართული კულტურის მომავალი პრაქტიკული მიღწევები ამ გზით. მხოლოდ საწყისი კი ავტორის აზრით უშუალოდ მოდის პროლეტარულ ინდუსტრია-მშენებლო ბიდან. ამიტომ ფეოდალურ რომანტიზმის (ვეშაპელი) გასაბჭოებას ახალ საქართველოსთვის არსებითად ღირებულება არ ექნება არა ვითარი. სიმონ ჩიქოვანმა პირველად მისცა რეცეპტი ასეთ შინაარ სის ქართულ ხელოვნებას.
მან ქართული კულტურის აღორძინების პერსპექტივები და აყენა ახალ საქართველოს აღორძინებასთან ერთად. რაც შეეხება მეორე წერილს − „თანამედროვე გერმანიის მხატვრობა“ − ეს უფრო მეტის დაკვირვებით არის დაწერილი. წერილში მოცემულია ანა ლიზი მემარცხენე მხატვრობის და მთავრდება ავტორის საკუთა რი მოსაზრებებით, საით მიდის მემარცხენე მხატვრობის ფრონტი? სიმონ ჩიქოვანს ახასიათებს საკვირველი აკრობატიკა ფაქტების, გადმოცემის ანატომიის გაშლა და აქედან მოულოდნელი მაგრამ მაინც დაკანონებული დასკვნების გამოყვანა.
ამ უკანასკნელ წერილში მთელი თანამედროვე ხელოვნების პოლიუსები მოცემულია ავტორის აზრით სამ თანამედროვე გენი ალურ შემოქმედებში; ესენი არიან: გეორგ გროსი, ჩარლი ჩაპლინი და H2SO4- საბჭო.
მემარცხენე ფრონტის კონსტრუქტივიზმი, რომელიც მთავარ საწყის აქედან იღებს გადმოდის თეატრში. აქ მას ხვდება პოეზიის ფორმალური გზები და ყოველ ფორმული როვკის დროს, ის ფიქრობს ქართული ხელოვნების ორგა ნიულ კავშირზე. ეს წერილი შესაძლებელია პირდაპირ გაგრძელე ბათ ჩაითვალოს „პროექტისა“.
სიმონ ჩიქოვანს აქვს მემარცხენე ფრონტის სწორი გაგება. ფაქტები მისთვის არსებობს როგორც დაუსრულებელი მასალა. სწორედ ამ გზით გახსნა ჩიქოვანმა მემარცხენეობის პრობლემა. ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი რეცენზენტები ვერ მიხვდენ ამ უკანასკნელს განსაკუთრებით და ამით აიხსნება „მნათობი“-ს რე დაქციის შენიშვნაც. ჩვენთვის საინტერესოა მაინც, თუ კი „სადის კუსიოთ“ ჩამოყალიბდა ეს წერილი, რატომ ამის შესახებ არაფერს ბეჭდავს?..
ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჟურნალის არსებობიდან ქართული მხატვრული კრიტიკა მხოლოდ ამ ოთხი წერილით განი საზღვრება. ეს კი უფრო გარკვევით ამტკიცებს ჩვენს ზოგად წამო ყენებულ დებულებას.
ზოგიერთი ბალასტების გამოკლებით ჟურნალი გაცილებით ბევრს მოიგებდა. ზოგიერთი აკადემიზმი ჟურნალის გემოვნებას აფერხებს. მიუხედავათ ამისა „მნათობი“ მაინც ყველაზე უფრო ძლიერია. თუ ყოველივე აღნიშნული ნაკლი გასწორებული იქნება.
წარსულ სალიტერატურო წელში ეს ჟურნალი ერთად ერთი მოვლენა იყო. ქართული ლიტერატურის სეზონი ამ ჟურნალმა მხატვრულ შემოქმედების ყველა დარგში H2SO4 გაიტანა.
** „ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 წ. №1**