cover

ჟანგო ღოღობერიძე // მოსაზრებები ინტელიგენტურ დღის გამო

მოსაზრებები ინტელიგენტურ დღის გამო

1) მე მეცოდება ვლადიმირ ვლ. მაიაკოვსკი. უნდოდა დამზგავსებოდა კუჭს, რევოლუციის დროს მან მიიღო ვარჯიშთავობ ა.
4) გილდოი კონკლინ 9 წლის არის, მე მხოლოდ 21 – ჩემის აზრით 12 წლის სასჯელი მივიღე ქართველობისათვის.
6) მე მაქვს ლირიული ქალის სურათი. სახე ლურსმანი ასვია. რომანტიკოსი პოეტი, მყრალ, უმყრალეს, უუმყრალეს პაპიროსს ეწევა და მიმტკიცებს რომ ლურსმანი არის თვითონ პოეზია. რა არის თვითონ პოეზია? რა არის თვითონ ჩემს ირგვლივ? მე ეს არ მაწუხებს, რადგან ვიცი, რომ ოდესმე გავწითლდები.
9) ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რომ კიბეზე ასვლის უფლება მივიღოთ.
11) მე განსაკუთრებული სურვილი მაქვს და ამ წუთშივე სახელები უნდა ჩამოვთვალო, ამისათვის საჭიროა თითოულ მათგანს ბინა მიუჩინო, ჩემი ოთახი პატარაა.
14) პოეზიის სიყვარული არასოდეს არ უდრის კარგ რიცხვს, ჩემ წინ შეიძლება მხატვარის სურათი იყოს, ამისათვის მე მხატვარს ვაგინებ.
16) საჭიროა თქვენ დაგარქვათ მართლმორწმუნე, თქვენ ამისათვის თხას დამიძახებთ. მე არ მეეჭვება ასეთი პოეზიის ღრმა შინაარსი.
20) მე ხშირად ვფიქრობ რომ ტარკინგტონის რომანებში მე არ მგულისხმობენ. მე ეს არ მაკვირვებს, როცა დარწმუნებული ვარ, რომ რაინდობა ჩემი მე.10.000.000 თვისებაა. ამაზედაც ლაპარაკობენ.
27) ჩემი მეგობაოი კითხულობს ჟან ჟაკ რუსსოს. მე მინდა მას დაუმტკიცო რომ ლაროშფუკო იყო კაცი, წარმოიდგინეთ ის გადის ოთახიდან, შემოათრევს მხატვარს ყურით და უბრძანებს: დახატეთ ლაროშფუკო. ეს მისთვის რომ ჩვენ სამივე კარგათ ვიმღერებთ.
31) საინტერესოა ქრისტეს წარმოედგინა თუ არა სტამბა, ჩვენ ხომ მას ქრისტეს ვეძახით.
35) ბენც, შტრამმ, ორივე სახელია, ასეთ მხარეში რუსეთის ფუტურიზმი გასტროლებს აწყობს, ამავე დროს გერმანეთის მუსიკაში გააშენეს ტყე და ახალი სიოც ქრის.
40) ჯერ კარგათ არ ვიცით ვინ მოკლა. ო მისი თმა ჯობდა ღრუბლებს სასახლის თავზე. მისი ხელი ყოველ ჯიბეშია, მე ვიცვლი ზედიზედ ტანისამოსს ის მაინც აქ არის. ხომ შეიძლება გაიქცე და კიბეზე ჩაირბინო არა მეუბნება ის და იქცევა ფარდებათ, შუშებათ, ჩარჩოებათ, ფრჩხილებათ, თვალებათ.
43) პოეზიას ბევრი აქვს საერთო თვალებით ავადმყოფობასთან, ამისა თვის ლიტერატურამ გადაწყვიტა ექიმობა შეისწავლოს.
45) არ არის წუთი, როდესაც მე არ მომაგონდეს მთელი უხერხულება ჩემი სიყვარულის, ლაპარაკის, გამბედაობის, ჩემოდანის, ის ხომ სარკესავით ლიტერატორობს.
48) მე ვერ გაგამჟღავნებ მეუბნება გზა, რომელსაც მე ექვსი წელიწადი გავჩერებოდი და იხურება. ჩემო ძმებო! საით წავალთ ჩვენ, როდესაც უკანას კნელი პათოსიც კი ძაღლებს დაუტოვეთ.
55) რა კარგი იყო როცა ბენო გორდეზიანი ფიცრებზე იწვა და წერილს წერდა, ეს იყო სრულიად ჩვეულებრივი სურათი.
60) ვინ გამოიგონა ახალი პოეტური ტეხნიკა. ეს არ არის თემა. თუმცა შეიძლება გვარები ჩამოითვალოს.
67) რისთვის ზრუნავს ეგგელინგი. ეს მე სრულიად მაცინებს. ეგგელინგი იღუპება. ჩვენი მოვალეობაა უცქიროთ. სანამდე? უცქიროთ. რისთვის? უცქიროთ.
70) ევოლიუცია მისაღებია გასუქების, გასივების, გასკდომის დროს.
72) როგორ შეიძლება ილაპარაკო თუკალამი არ გავს აღვირს, კარგია მერანი, მაგრამ დამისახელეთ მსახიობი, რომელიც შეავსებს ამ დანაკლისს.
78) ვიბრძოლებ ვყვიროდი მე, მატროსობის შემდეგ დაწერილ რომანში, მისთვის რომ ევროპიელს უფლებამოსილი გინებით უპასუხო. ევროპიელს აღარ უყვარს შოკოლადი, ამისათვის კბილი მისთვის მხოლოდ თვისებაა.

გაზ. „დროული“ 1926. წ. №2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი