cover

ბიძინა აბულაძე // უფრო მეტი მობრუნებულ ფოკუსში

გამრავლებულ ადამიანიდან წარმოიშვა ის, რასაც ჩვენ ვეძახით სიტყვის ახალ არქიტეკტონიკას. უფრო ხელსაყრელ დროს შესაძლებელია კიდევ მეტი განშლადობა ამ თერმინის, რომელსაც ხელოვნებაში აქვს ადგილი მობრუნებულ ფოკუსით — ეს არის წერტილი პოეზიის ინტელექტისა და ინტუიციის, რომელიც ასე ვითარდება დაუსრულებელ ტევულობის ქვეშ. აიმღვრა ჰაერი. შესაძლებელია ეს არის მიზეზი ამერიკანიზმის გამარჯვების. ეს ფაქტი მოსახმარი არის იმდენათ რამდენადაც მას ენის ცვალებადობაში აქვს უსწორესი მნიშვნელობა. ქალაქი — სოფელი — პეიზაჟი ყველაფერი ერთად დარჩა როგორც ორგანიზაციული მთლიანობა — კრისტალი. ხელოვნება ამ მხრივ ბევრად წინ უსწრებდა უკანასკნელ წლებს: კრისტალიზაცია დაიწყო კუბიზმით. თავის დროს ამას ერქვა საგანი ექვსი მხრიდან, შემდეგ ორჯერ ექვსი მხრივ, და კიდევ გამრავლების თეორია. აქედან დაიწყო სიტყვის
კატასტროფა.
ტეხნიკის განვითარება ვერ დაიტია იმ საზოგადოებრივ სოციალ-ეკონომიურმა
ორგანიზაციამ, რომელიც სახელდებულია კაპიტალიზმით.
საჭირო გახდა შექმნა ისეთი ადამიანის, რომელიც არ სუნთქავს,
არ სჭამს, მაგრამ მოძრაობს უფრო მეტად ვინემ, მე შენ, ის,
ან საზოგადოთ ყველა. რკალის გასარღვევად საჭირო იყო შექმნა
ისეთი სოციალური პირობების, რომელიც მისცემდა ფართო გასაქანს
ტეხნიკაში მოძრავ ენერგიას. გზა არის წინ რევოლიუციების.
ნახევრად ფეოდალურ ქვეყნებში მოხდა ორთქმავალის დაკივლება.
ევროპაში, როგორც ყოველთვის, ეს მოვლენა მოხდა მორიგი
ფერისცვალების სახით. საბოლოო საზღვარი მაინც რევოლიუცია
არის.
შენიშვნა: ჩვენს ტერიტორიაზე განსაკუთრებით ვიგრძენით ეს უკანასკნელი.
ჩვენ ხელთ ვიგდეთ ტეხნიკის მამოძრავებელი ელემენტი მანქანა.
შესწავლა მანქანათა მოწესრიგების — აი უახლოესი ამოცანა საბჭოელი მოქალაქის.
მანქანა თვითონ რჩება ობიექტათ. კოლექტიური შესწავლა ამ ელემენტისა
აადვილებს ფართედ კონსტრუქტივიზმის გაგებას (ფაქტი; რუსეთის
კონსტრუქტივიზმი).
მსოფლიო ომის შემდეგ ტეხნიკაში დამკვიდრდა ამერიკანიზმი.
ტაქტიკა არის სისწრაფე. ერთის შეხებით ბუфერა: — წუთი
ერთი — მოვლენა უთვალავი. უთვალავი გამოდის ერთ მთლიან ერთეულად,
რომელიც ერთ წუთის წინ იყო უსასრულოდ დიდი. რამდენათაც ამ მრავლინობასთან გვაქვს საქმე, იმდენათ მცირდება
ამთვისებელის საშუალება ის, რასაც უწოდებენ სიტყვების კომბინაციას.
საზღვრების ცნების არსებობა დიდი ხანია წაშლილი იყო ადამიანის მეხსიერებიდან. მოვლენის მთლიანობის შემდეგ დაგვრჩაპერსპექტივები ახალი ენის, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ინტერნაციონალურ ენას. ყველაზე უფრო საგრძნობი გარემოება ხალხურ ენასთან და ხალხურ შემოქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც რასაკვირველია არ ვაღიარებთ „ზოგიერთ ბალასტი“-თ. ყველაზე უფრო საშიშია ეს უკანასკნელი ფსიქოლოგიურად იმაჟინიზმით გადმოცემული. მიუხედავათ ამისა მსხვერპლი ბევრი შეიწირა (ფაქტი: ა. კრუჩიონიხი სლავიანურით ყარს. ამ გზას შერჩა ნაწილობრივ ზოგი კონსტრუქტივისტიც). მაშასადამე ხალხური შემოქმედების
და თანამედროვე ენის გაგება გამიჯნული უნდა იყოს. მას მტკიცე კავშირი უნდა ჰქონდეს ტეხნიკასთან და არავითარ შემთხვევაში ისტორიის ხრამში არ უნდა გადაიჩეხოს. შეიძლება ეს იყოს ველიმირ ხლებნიკოვის მთელი პოეზია, რომელიც ჯერ კიდევ ასაზრდოებს მრავალ თაობას. მაგრამ ამაზე სხვა დროს. ჩვენ გადავშალოთ პერსპეკტივები ენის ინტერნაციონალობის, რომლიდანაც უშუალოდ მოდის პოეზია —ინტერნაციონალური ღირებულება.
წინასწარ მოვახდინოთ ცნების ასეთი დანაწილება:
ასო — ერთეული.
სიტყვა — ასოების კომბინაცია. საგნის სახელი.
ასოების რაოდენობის შესახებ შეგვიძლია იეროგლიფებიდან ვილაპარაკოთ. ბგერის გამოხატვაში მდგომარეობს ასოს ცნება. რაც შეეხება თვით სიტყვას, წერით მეტყველებაში იგი გაცილებით უფრო ადრე შემოიჭრა ვინემ ასო, მაგრამ არა როგორც ასოების კომბინაცია, არამედ როგორც საგნის გამოხატულება. დროთა ვითარებაში
მოხდა ასოების დისტილიაცია. დღეს ასო გამოხატავს ბგერა-ქუჩა-მოძრაობას. აქამდე დავიდა სიტყვაც. ერთი პერსპექტივა სიტყვის და ასოების გაერთიანება არის. ამნაირად სიტყვა შეიქმნა მოსახმარი სხვა ობიექტის მოძრაობის, ან ასოს უტილიტარობა იმავე მოძრაობის: ამას ვუწოდეთ ჩვენ ზემოთ დისტილიაცია.
ავიღოთ მოვლენა: ადამიანს მოხვდა ელექტროს ნაკადი, რომელმაც
მთლად დაიარა სხეული. ის ყვირის ვააი. თუმცა ეს სიტყვა ახალი დროის
გამოგონილებას არ ეკუთვნის, მაგრამ ცხადია ის შეგვრჩენია და
შეგვრჩება თავის-თავად. აქ გამოიხატება მთელი ის წინდროული
განცდა, რომელიც შესაძლებელია ერთ და იმავე დროს იტევდეს
ჰიუგოსაცა და დოსტოევსკისაც. ყოველ შემთხვევაში წერტილი ამ
ორი ლიტერატურული ტიპების მაინც ეს სიტყვა არის (დასასრულ
ვამტკიცებთ, რომ ამ სიტყვას აქვს ინტერნაციონალური ღირებულება).
ოჯახური დანაწილების უნიადაგობა ყველაზე უფრო სჩანს
თანამედროვე ენაში. ეს არის დებულება ზემო ნათქვამის დასამტკიცებლად. სიტყვათა შორის მაინც ვპოულობთ უდიდეს კავშირს, რომლითაც შესაძლებელი ხდება დებულების უდავოთ მიღება, ერთის მხრივ იმ მოსაზრებით, რომ ხმარებაში დარჩა დაწმენდილი ასოები (ზოგიერთ თანხმოვანების შეგნებული გადაგდება ხმარებიდან.
გამონაკლისათ გვრჩება ვ, ღ, რ, ხ, ბ, დ, ფ და სხვა და
სხვა), და მეორეს მხრივ ტეხნიკის ლექსიკონის სწრაფი ზრდა. შესაძლებელია
ამ უკანასკნელით დაიფაროს ენა საბოლოოდ, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს რაიმე მოძრაობის გამოხატვას. რამდენათაც მრავლიანდება ეს მოძრაობა, იმდენათ მცირე სიტყვები გვრჩება ხმარებაში ამ მოვლენების ათვისებისათვის. აქ არის კრიზისი სიტყვის და კატასტროფაც. სათანადოთ არსებობს შებრუნებული ფოკუსი ასეთი დაპირდაპირების. სხეული ერთი, დროის ერთეული, და მოვლენების მრავლიანობის ინტეგრალი. ერთსა და იმავე მოძრაობას ქმნის ორი საგანი. მოძრაობის ერთობლივობა შლის ამ საგანთა რაობასა და სხვა და სხვაობას, რომლის მიხედვით გვიხდება
საგნების სახელების გამოხატვა ერთობლივობის მიხედვით. ამ ერთობლივობაზე
არის აგებული კონსტრუქტივიზმი. ეს — მეორე..
მესამე პოლიუსიც არსებობს. სახელდობრ, აზროვნების ეკონომიის პრინციპი, რომელსაც დღემდე ასე თავგამოდებით ექაჩება სხვა და სხვა მეცნიერება. ჯერ კიდევ მარინეტი დადგა ამ ფაქტის წინაშე, მხოლოდ ამიტომ აქვს მას „კოლუმბის“ ტიტული. მან აღიარა რომ მოძრაობაში თავისთავად არსებობს აზროვნების ეკონომია. რამდენათ მისაღები და მართალი იყო ეს უკანასკნელი კანონი, ამას ჩვენ ვამჩნევთ განსაკუთრებით ომის შემდეგ, რომელიც საბოლოოდ დამკვიდრდა ხელოვნებაში (მხატვრობა).
ამნაირად ნიადაგი უკვე დამზადდა და ჩვენ ვუახლოვდებით
სათანადო მომენტს, რომელიც რაც უფრო დაჩქარებით მოხდება მით უკეთესი. ყველაზე მეტად ამას იგრძნობს აღორძინების წინ მდგარი
კაცობრიობა. ეს იქნება ტრანსფორმაცია გაუმეორებული. ჯერჯერობით კი გზა ტრანსფორმაციისკენ.

გამძლეობის საკითხი და ხალხური პოეზია

უფრო დიდი საკითხი, რომელიც დღემდე აწვალებს ხელოვანს – შემომქმედს – პოეტს და ყველა უსუნო გაზებს არის გამძლეობის საკითხი. საგნის უტილიტარობამდე დაყვანამ მოითხოვა ხელოვნების დაყვანაც უტილიტარობამდე. ამის მაგალითი თუ გნებავთ, არის რუსეთის კონსტრუქტივიზმი ილია
ერენბურგისა. ჩემს წინ სდგას უზარმაზარი ქანდაკება ლექსი და რომელიმე მოსახმარი საგანი — ნივთი. ყველა მათგანის ღირებულეაბთა გადაფასება ხდება ჩემში. ყველაზე უფრო ვირჩევთ მოსახმარ ნივთს, რომელსაც შეუძლია მაინც ცოტა თუ ბევრად, დააკმაყოფილოს ჩემი ზოგიერთი მოთხოვნილება. მოკვდა მუნჯი „მოსე“ და ეს ლირიული ტენორით გაჭიანურებული ლექსი. გვრჩება საგანი, რომელსაც მოხმარების თვისება აქვს. მიზანი აქ გარკვეულია: მე მინდა ეს ქანდაკებაც და ეს ლექსიც გადავაქციო ისეთივე საგნად როგორიც არის ეს ნივთი. აქედან ბუნებრივია
ტატლინის „კომინტერნის ძეგლის პროექტი”. ეს საცოდავი ლირიული ლექსი უნდა გადაიქცეს კოლლექტიურ ლირიკათ. აქ იჭრება უკვე ლირიკის საკითხი, რომელსაც ჩვენ სხვა დროს დავუკავშირებთ კოლექტივს. მაშასადამე, აქ აშკარაა ერთი:
ხელოვნების სრული მიყვანა უტილიტარობამდე, მაგრამ რა გზით?
აღნიშნულის მიღწევა შეიძლება ხალხური შემოქმედებიდან გამოსვლით. არ უნდა ვიყოთ უმადური „ინტელიგენტი“-ი. ერენბურგი, რომელიც „ახალ ამერიკას“ ყალიონებით ყნოსვას. აქ საჭიროა სხვა მიდგომა და ხალხური შემოქმედების პერსპექტივები ამ დარგში ფართო ბადეთ არის გაშლილი. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავხსნათ გამძლეობის პრობლემა.
ყველაზე უფრო ადრე ამ საკითხს შეეხო ველიმირ ხლებნიკოვი (1912-1913 წლებში). გამძლეობის დარგში მან პირველობა ხალხურ პოეზიას მიაკუთვნა. მოკვდა ჰომიროსი, არავინ არ კითხულობს „ღვთაებრივ კომედიას“, „ფაუსტს“, რაინდულ ლიტერატურისაგან არ დაგვრჩენია არც ერთი სტრიქონი მეხსიერებაში, მაგრამ ის, რაც საერთო შემოქმედებაა ყოველთვის მეხსიერებაში გვრჩება ან უფრო გვრჩება. აი, ამას ეწოდება გამძლეობის ხასიათის გამოაშკარავება. შესაძლებელია პუშკინის წყალ-წყალა სტრიქონები დაივიწყოს კაცმა, ხოლო არასოდეს არ დაივიწყოს „გასათხოვარ გოგოს“ სიმღერები, რომელიც რუსეთის ქალთა კოლექტიურ შემოქმედებას ეკუთვნის, და რომელსაც არა ნაკლებ უტილიტარობა ახასიათებს დიდაქტიკის და სხვა სფეროებში. ამიტომ საკვირველი არაა, თუ თანამედროვე ქართველი „უფლისციხური პატარძალი“-თ უფრო ერთობა ვინემ დავით გურამიშვილით, ან ილიას და აკაკის ლექსებით. მოსახსენებელია აგრეთვე სასიმღერო ლექსები „აბა, დელია“, „ლაალე“ და სხვა, რომელთაც უფრო მეტი პირდაპირი დანიშნულება აქვთ მუსიკის დარგში ან ლექსის მუსიკალურ ტეხნიკაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელ მიდგომით ყველაზე მაღლა სდგას
ბესიკი და ვაჟა-ფშაველა, მაგრამ მათ გავლენიდან თავი არა აქვთ დახწეულნი.
ვაჟა-ფშაველას მუსიკა ვერ უერთდება სავსებით მის ლექსებისა და პოემების „ხალხურობას“. ასევე ითქმის ბესიკზე. თუმცა რამოდენიმე ხნის განმავლობაში ისინი კიდევ იცოცხლებენ ხალხურ შინაარსითაც. სხვა დროს ჩვენ შევჩერდებით ინტერნაციონალურ პოეზიის მუსიკაზე და ალბათ იქ შევეხებით ამ ორ ცდებს ხალხისაკენ „მიბრუნებისას“ ქართულ პოეზიაში.
ამავე მუსიკაში უნდა ვეძიოთ ჩვენ პოეზიის ინტერნაციონალობის გზა. ჩამოთვლილ ხალხურ სიმღერებში ჩვენ ვხედავთ მოძრაობას. სწორედ ამით აიხსნება მისი უტილიტარობაც. ვერასოდეს ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის „ზაუმნიკებმა“ ვერ მიაგნეს ამას. მაგრამ ისეთი გზით წაესიენ მას, რომ ბოლოს და ბოლოს ა. კრუჩიონიხი და ი. ზდანევიჩი გადაიქცნენ „Слово о Полку Игореве”-თ. დამტკიცებისათვის აიღეთ:
„Дырь
Буль
Щиль“
და პრაქტიკა ზდანევიჩის „СЛОВОДРОВИЛКА“-სი დაუკავშირეთ ხსენებულს,
„...Боян бо ещй, аще кому хотяще песнь творити“ და სხ. თქვენ
აქ გარდა მუსიკალურ ნათესავობისა ნახავთ აგრეთვე „აზრის“ ნათესავობას. „Слово о Полку Игореве” -ც ხომ მოკვდა. ეს კატასტროფააუცილებელია იმ პრაქტიკით, რომელსაც დღეს აწარმოებს 41° მომავლისათვის. აქ თითქო სხვანაირი „ზომიერება“ იყო საჭირო, „რევოლიუციონური ზომიერება“ ხლებნიკოვისა, რომელსაც ერთ დროს კრუჩიონიხმა აზეფიც კი დაარქვა... მას არავითარი კავშირიარა აქვს 41° შემოქმედების გზასთან.მთელი განვლილი გაკვეთილებიდან აშკარა ხდება გამძლეობის აღმოჩენის სათავის არსებობა. ამის დამტკიცება არის მთელი წარსულის შემოქმედება.

ვერ ვიტყვით, თითქო ხალხური პოეზია უცველელი რჩებოდეს. ის თანდათანობით ხალისდება „ფსიქოლოგიურადაც“-კი.ყველა ერების ხალხური შემოქმედება სიტყვების ზოგიერთ თვისებათა გამო (დაახლოვებით) გახდება საფუძვლები და გასავლელი გზები ინტერნაციონალურ პოეზიისაკენ.

ნოვატორობის საკითხი

თავის კოსმიურ გამოგონილებებთან ერთად ველ. ხლებნიკოვი შეიქმნა ნოვატორი ხალხურ პოეზიის საფუძვლებზე პოეზიის გადატანისა. სიტყვის მოხერხებული ჯამბაზობითა და გამოცდილებით ის ქმნიდა სიტყვას, რომელიც მისაღები არის თანამედროვე შემოქმედებისათვის (ხალხურ). ხლებნიკოვის თეორიას სხვა გვარი გაგება უნდოდა. წინეთ ჩვენ ვახსენეთ 41° ახლა ვახსენოთ ალ. ბლოკიც. ხლებნიკოვის თეორიას ბლოკი სხვა გვარი სახით მიუდგა. ეს „მიდგომა“ დამთავრდა დამარცხებით. აქ გასაოცარი არაფერი არ იყო ალ. ბლოკის „Двенадцать-ი გარდა ლიტერატურულ პლაგიატობისა დაბრუნდა იმ წუმპეში, საიდანაც თვით „Коляда“-ბის სიმღერებიც კი ბრუნდებიან. აქ მოხდა გზის აბნევა,რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო პლაგიატისათვის. ასე რომ ახალი შინაარსის აგება სადემონსტრაციოთ „საკალიადო“ სიმღერებზე კურიოზებით დამთავრდა. ამის მოწამე ჩვენ მალე შევიქნებით. შესაძლებელია გვეუცხოვოს ასეთი შედარება, მაგრამ ამ მხრივ ვაჟა-ფშაველა ბევრად უფრო ნოვატორი რჩება ვიდრე ბლოკი, თვით მუსიკის გაგებაშიც კი.
ეს მოვლენა გაგრძელდება ჯერ კიდევ, მაგრამ ეს დროული მოვლენაა უეჭველად. სანამ არ მოხდება კოლექტიური მისვლა სა განთან, მანამ ადგილი ექნება ამ შემთხვევას და ხელოვნების ახალი ტრაქტატიც მაშინ დაიწერება. ჯერ კი ადამიანი ნივთის დიქტატუ რის ქვეშ იმყოფება და ჩვენ მოწამენი ვართ ასეთ შემთხვევებისა: დროებით იბადება რელიგიური მისტიციზმი საგნისადმი, რასაც თან სდევს ადამიანის დაყვანა ნივთამდე. ეს კი წაშლის ენათა შორის განსხვავების საზღვრებს სამუდამოთ. აქედან საბოლოოდ მოდის
ინტერნაციონალური პოეზია.

„ლიტერატურა და სხვა” 1924-1925 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი