ჟანგო ღოღობერიძე // უდღეოთ შობილი
უდღეოთ შობილი
ელიზიუმი, კიდევ ერთხელ ელიზიუმი, მოვიდენ მუზები
(და მთქნარებით ჭერს მოფარავენ)
ქვეყანა ყოფილა საძაგელი, ქვეყანა ყოფილა ღრუბლის მუცელი კოკა ღამიანი,
მზე, მთვარე, ერთი შეხეული ვარსკვლავი და კიდევ სხვა რამე.
ვაიმე, ვაიმე ნეტავი ჩემი გული არ იყოს სახე თამარის
ნეტავი აირეოდენ ფანჯრები, ფრჩხილები და გულებიც
მე ვარ მერანი. ვფლანგავ გაფრენას ფრთას და ფაფარს.
მე არ ვგევარ ჩემ სიარულს და სხვების ლიტერატურულ მიმართულებებს.
გაზ. „დროული“ 1925 წ. №1