ტიციან ტაბიძე // დადაისტური აфორიზმები და მცნებანი.
1... სახლი, ერთად ერთი ადგილია– სადაც ყველაზე უფრო გრძნობ თავს შენ სახლში.
ფრინსი პიკაბია.
- დადა არის ცხოვრება უტუფლებოდ და უპარალელებოთ. დადა სასტიკად წინააღმდეგია მომავალისა. მივაფურთხოთ კაცობრიობას!..
ტრისტან ტცარა.
- არის რაღაცა რაც არ იციან: ეს არის დადაიზმი თვითონ დადას, იმას დროს დადას იმხელა ძუძუები აქვს, რომ ყურებამდე უწევს.
ჟორჟ რიბემონ-დესსენ.
- მე მაქვს მხოლოდ ერთი შეხედულება: რომ მე ვარ თვითონ ჩემი თავის დროს გატარება და ძალიან ზრდილობიანი კაცი.
ვაოო სერნერ.
- რასპუტინი იყო დადაისტი – ის მოსწონდა ქალებს, რადგან მის ჰქონ და ის რაც არ აქვს ალბერტ გლეზს. საერთოდ ალბერტ გლეზი ნამდვილი კვასია, რომელიც იზრდება ბურჟუაზიის ნეხვზე.
ანდრე ბრეტონ.
- არიან ხალხი, რომელიც ხსნიან ყველაფერს, იმიტომ, რომ არიან ხალხი, რამდენიც ამისგან სწავლობენ. წაშალეთ ესენი და დარჩებამარტო დადა.
ტრისტან ტცარა.
- რადგან დადას დარჩენია სულ რამდენიმე წლისა, თვისა თუ დღის სიცოცხლე – დადა ეძებს ნოტარიუსს, რომ გადასცეს თავისი უკანასკნელი ნება.
რიბემონ დესენ.
გაზ. „რუბიკონი“ 1923 წ. №14.