ბიძინა აბულაძე // საარაკო ბრძოლა წყალდიდობასთან ხაშურში და ლენინაკანში
კლდეზე ჩამორბოდენ
წყლები უბოდიშოთ
და მთები — ორბები
დარჩენ გალეშილი,\
მთიდან ჩამორბოდენ
ზვავები ჭალაკებს
და ტალღათ ბორბლებმა
ქალაქი ალაგმეს.
თითებით ნაპოტნი
ველები მოტორეს
და მიწას აპობდენ
როგორც მოტორები.
— თითქო შენი თვალი
ქვიდან ამოვარდა
და მტკვარი —
დამთვრალი
ვეფხვი მონავარდობს.
კორდებზე მოხტუნავს
ველებზე ძანკალებს
და გულში იხუტებს
უდედო ფაცანებს
მე —
იმ ფაცანების
დარდით აღელვებულს
ეხლაც მიფანცქალებს
გული და ხელები.
ტალღებზე რომ იწვნენ
წაქცეულ ხესავით
თითქო-მეწვებოდა
ვინმე — ნათესავი.
იყო დაფეთება
სახლებმაც იციან —\
ღამეს ათენებდა
თეთრად მილიცია.
გაღმიდან გარიყულ
ბადეებს სჭიმავდენ,
წყალში ჩამდგარიყვნენ
პირდაპირ —ჭიპამდე,
ტალღებს აშეშებდენ
ნაგანის პირებით,
თითქო აშინებდენ
— მტკვარს დაპატიმრებით
და...
დიდი სერები
ღმუოდენ დათვივით,
როცა გადასერეს
მინდვრები დაფლეთილი.
და თითქო ტალღებმაც
იქ იგრძნეს აფეთქება
როცა გადავჩეხეთ
გაშლილ ლაფათქებით
შედგენ ბალღებივით
დაფეთებულები...
თენდება!
თენდება!
ტალღები გარბიან,
მტკვარი იჭინთება,
ფეხებიც არ მიაქვს,
ვეღარ ეჭიდება
ის წითელ არმიას.
ეხლა მაგონდება
ის ღამე მართალი,
ღია ვაგონიდან
გავრბოდი სარდალი.
ეხლა ეს ამბავი
იმ ორმა იციან
წითელმა არმიამ
და
მილიციამ...
და თუ დაიღვრება —
ლიახვათ
ბამბაკი,
რომ ბრაზით აოხროს
ჭალები ლამბაქი
და თუ — დაიქცევა
მთები ბამბაკითა
ტალღებს დავეცემით
ლენინაკანიდან.
ხაშურში ნახვეტი
თქვენთვის მოგვიცია
აქაც, ჩვენ დაგხვდებით
მე
და
— მილიცია.
„მემარცხენეობა“, 1928 წ. №2