ტიციან ტაბიძე // ტრისტან ტცარა
ტრისტან ტცარა.
დადა – ქალწული მიკრობია.
დადა – ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგია.
დადა – ანონიმური საზოგადოებაა იდეების ექსპლოატაციისთვის.
დადას 391 პოზა აქვს და სხვადასხვა ფერი
იმის მიხედვით, თუ როგორია სქესი პრეზიდენტის.
დადა სხვად იქცევა და იქავე იტყვის წინააღმდეგს
დადა ყვირის და იჭერს თევზს...
დადა – ქამელეონია, ჩქარი და ანგარი გამოცვლისა
დადა – მომავლის წინააღმდეგ მიდის. დადა მკვდარია და იდიოტი.
მაშ, გაუმარჯოს ისევ დადას, დადა – არ არის
ლიტერატურის სკოლა: დადა ბღავის...
გაზ. „რუბიკონი“ 1923 წ. 3-4