ტიციან ტაბიძე // ფრანსის პიკაბია მე ვარ _ იავანელი
ფრანსის პიკაბია.
მე ვარ–იავანელი
ათქვეფილი ნაღები – ძალიან გემრიელია.
ვიბაასოთ კულტურულ ქვეყნის სერიოზულ საგნებზე.
პოეზია შეჰქმნილია დონ-კიხოტებისთვის.
მე თქვენ ყველას გიკოცნით მშვენიერ თვალებს მკითხველო-ქალებო!
თქვენ ვერ უარყოფთ, იმას, რაც არსებობს.
ველაყბოთ ერთმანეთს.
სად ცხოვრობთ თქვენ?
ჩემ აზრის სიღრმეში – ერთგული სტამბაა.
მშვენიერი წიგნი – ჩემი ნიჭის რეზიუმეა.
მასხრობაა, განა სხვა რაუნდა იყოს?..
ყველაფერი ხუმრობაა–ამერიკაში ყველაფერი დადაა...
მე – მე ვარ, ფრანსის პიკაბია
აი ამაშია ჩემი უბედურება.
ხელოვნების სიყვარული, ყველა სიყვარულს სჯობია!..
მე ის არ მჭირია და ამიტომ მჭამს ჩემი მოსამსახურე.
ყველაფერი ეს სულ არ არის სასაცილო!..
მე შევყურებ ჩემ თავს სარკეში.
მე ვგევარ იმ მცენარეს წმ. ანტონს, რომ მიუტანეს.
აი რაშია მთელი მედიდურობა.
რადგან მე ვიცვამ, როგორც ქალი–ცეკვის წინ.
ფილოსოფიური მოაზრება
– ბივშტეკსია არაყზე.
ქვეყნის მესამე ნაწილი
ეს არის ტატუიროვკა ცხვარის კალეზე.
ზანგის ქალებს უდიდესი მოწყენა – .... მასტ-დოპტებისათვის,
შიშველი ფეხით, რომ მიაბიჯებენ მზის გარშემო
..... გასვრილი აქვთ ნაგუბარში.
და ძუძუები მიუგავთ მაშას.
•••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••
მათი სქესი ნავია თეთრი რკინისგან
•••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••
მე რომ მქონოდა თერთმეტი სუ წავიდოდი ....
მე ვღელდები
მე დავფრინავ, როგორც პეპელა ....
გაზ. „რუბიკონი“ 1923 წ. 3-4