cover

ტიციან ტაბიძე // фილიპპო სუპი

II.

ფილიპპო სუპი.

„დადა-ს” პროფილი.

„დადა“-ს არ აქვს მახსოვრობა. დღეს ის ლურჯია, ხვალ – მხიარული,
დადა ივიწყებს თავის საათებს დილდილობით და გადაყლაპავს საღამეობით.
ის ერთმანეთში ურევს წამის მეათე ნაწილს და ბანკის ბილეთებს.
ის ისე ინელებს თავის საჭმელს, რომ არც კი სჭამს.
ის წითლდება არა სირცხვილისგან, აძლევს თავის თავს მოსაკლავად და მაინც მშვენიერად სძინავს.\

– დადა აღელვებულია, მაშინ როცა მშვიდად არის.
დადა ისე დიდხანს ძლებს, როგორც ბიუვარის ქაღალდი.
დადა – მგელია.
დადა – ფოსტის მარკაა.
შეიძლება დადა გასცვალო სხვა დადაზე ყოველგვარი შიშის გარეშე,
რადგან დადას ლურჯი თვალები აქვს, ისე როგორც მთვარეს.
დადა – ღონიერია, როგორც იდიოტი.
დადა – ისე სუსტია, როგორც ერთი თეფში წვენი.
დადა დადის, დახტის, ფრინავს, ცხოვრობს, როგორც კრეტინი და როგორც ლაგამი.\

დადას ბევრი რამ ეშლება, მაგრამ მაინც შეუმცდარია.
დადა თამაშობს კლარნეტზე, მის მაგივრად, რომ ნოხებს აკეთებდეს.
დადა – ყველაფრის დამტევია, როგორც ქოლგა, სასაცილოა, როგორც პლანეტა და ჩერჩეტი, როგორც ბატი.
დადა ისევე საძაგლად ყარს, როგორც ვარდი და ჰგავს თათარს,
ის წითელია, როგორც მამალი, როგორც დადა და მსხვილია, როგორც ღორი.
დადა უფეროა, უსუნო, უგემო.\

ამის გარდა, დადას არ უყვარს ინტელექტი და ამაყად უტოლებს მას თავის თავს.
ინტელექტი ყველაფერს ანათებს – ამბობს დადა.
დადა კი ყველაფერს სწვავს.
ინტელექტი იძლევა ჰაერს – დადა კი დახრჩობას.
ინტელექტი მომაკვდავია – დადა არის ტომატი.
ინტელექტი ყველაფერს იჭერს – დადა ყველაფერს გაურბის.
ინტელექტს შემოაქვს განათება – დადას არაფერი არ შემოაქვს.
ინტელექტს აქვს მომავალი – დადას არავითარი მომავალი არა აქვს.
ინტელექტი არის მანია – დადა არის დადა.

გაზ. „რუბიკონი“ 1923 წ. 3-4

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი