ტიციან ტაბიძე // საფრანგეთის ახალი პოეზია
I უნანიმისტები.
ყველაზე ცხოველი და გავლენიანი ჯგუფი ფრანგი პოეტების დღეს დღეობით არის ეგრედ წოდებული შკოლა „unaninistes“: შარლ ვილდრაკი, ჟორჟ დიუამელი, მარსელ მარტინე, ჟუვ, ჟორჟ შენევიერი, რენე არკოსი და სხვ. ამ შკოლის ფორმაცია მოხდა ლ’აბბეის წრიდან რომლის წევრებიც თვითონ აწყობდენ და ბეჭდამდენ თავიანთ ნაწარმოებთ). შარლ ვილდრაკი ავტორია ლექსების წიგნის: „Livre d’Amour“ და Decouvertes“ კრიტიკულ პროზის კრებულის ყველაზე უფრო ცნობილი წიგნი ვილდრაკის არის Les Cbants du Désespere“, სამხედრო ლექსების კრებული. მეორე მეთაური შკოლის არის ჟორჟ დიუამელი პოეტი, კრიტიკოსი და დრამატურგი მის ლექსების წიგნს ჰქვია სახელათ ელეგიები“. ომის დროს დიუამელმა გამოუშვა წიგნი ლექსების „ევროპა“ და „La vie unanime“ სულ უკანასკნელად გამოუშვა წიგნი: საყვარლების მოგზაურობა“. ჟუვმა გამოუშვა წიგნები: თქვენ ხართ ადამიანები“ და „საათები“. მანვე სთარგმნა ა. ბლოკის თორმეტი“.
ჟორჟ შენევიერმა გამოუშვა წიგნი „Appel au Monde“ წიგნი ლირიკის და ოდების.
ამ შკოლის პოეტების განსაკუთრებულ თვისებას შეადგენს vers lidre, რომელმაც სამუდამოთ გასწყვიტა კავშირი რითმასთან და მეტრიულ ელემენტებთან ძველ კლასიკურ ლექსის ტრადიციებთან.
დადაისტები.
მეორე შკოლა ფრანგი პოეტების არის Dada“ დადაისტების წრეს შეადგენენ: ტრისტან ტცარა, პიკაბია, რეი მონტი, სოპულები. ესენი შეგნებულად უარყოფენ ძველ ხელოვნებას და ლიტერატურას. გაზეთები დაუმალავი შიშით ანიშნავენ დადაისტების წინადადებას „დასწვით ლუვრი“. დადაისტები დრო გამოშვებით უშვებენ ფურცლებს და პროკლამაციებჩ აი ზოგიერთი მათ აფორიზმებიდან:
სიწმინდე- ზედმეტი ღარიბებისთვის, იყავით.
ჭუჭყიანი.
კი - არა.
„დადა“ არსებობდა ყოველთვის: მადონნა იყო დადაისტკა“
თუ თქვენ გეჩვენებათ თქვენი იდეები უნაყოფოთ და სასაცილოთ, იცოდეთ რომ თქვენთან საუბარს იწყებს დადა“
დადაისტები აცხადებენ რომ მათ ყავთ ჯგუფები: ამერიკაში, ესპანიაში, გერმანიაში, იტალიაში, შვეიცარიაში და ბელგიაში.
ბერლინში მართლაც გაიმართა პროცესი დადაისტების ჯგუფის მწერლების თავმჯდომარის იოგანესს ბაადერის და მხატვარ გროსის წინააღმდეგ რომელსაც გამოაფინეს კარიკათტურეა არმაზე.
ფუტურიზმიდან რეალიზზისაკენ.
„პროლეტ კულტთან“ არსებული „სახვითი ხელოვნების განყოფილება“-მ ინდუსტრიალურ მხატვრობას მიჰყო ხელი. უკანასკნელ ხანში განყოფილებაში მონაწილეთ ემჩნევათ სრული გადახრა ფუტურიზმიდან რეალიზმისაკენ. ხელმჰღვანელთა შორის აღსანიშნავი არიან: ჟმუროვი, პალმონი და არვატოვი. ** გაზ. „რუბიკონი“ 1923 №3-4**