ბესარიონ ჟღენტი // თეორია და ფაქტები სიმონ ჩიქოვანის პოემის „ფიქრები მტკვრის პირას“ გამო
თეორიები და ფაქტები
სიმონ ჩიქოვანის პოემის „ფიქრები მტკვრის პირას“ გამო
„ლიტერატურა და სხვა“-ში მე ვსწერდი პოეტიკის ნორმატიულ მეცნიერებათ მიჩნევის წინააღმდეგ. ყოველი ლიტერატურული მოსაზრვბა შენდება მხატვრულ ფაქტებზე და გამომდინარეობს მათგან. ამიტომ პოეზიის თეორიისათვის უცხოა გზა დედუქციების a priori-ის და ჰიპოტეზების.
H2SO4-ის მხატვრული პრაქტიკის სწრაფ დაგროებას მივყევართ ახალი თეორეტიულ აღმოჩენებისა და კვლევისაკენ. აქ საქმე რიცხვობრივ ოდენობაში არ არის. ჩვენ პრაქტიკასთან სასტამბო ტეხნიკის თითოეულ შეხების რეფლექსათ ვღებულობთ სრულიად ახალ მხატვრულ ღირებულებას.
თითეული პოეტი, გაერთიანებული H2SO4 საბჭოში, მიუხედავათ ლიტერატურულ კრედო-ს შკოლურ მთლიანობისა, ქმედით პრაქტიკაში სავსებით განსხვავებულ და დამოუკიდებულ ლიტერატურულ რეზონანსს ქმნის.
კიდევ მეტი: H2SO4 -ის პრაქტიკამ არ იცის ვარიაცია და განმეორება. ამიტომ ჩვენი მხატვრული პროდუქციის ყოველი ახალი ფაქტი ხდება მთელ რიგ თეორეტულ მსჯელობათა იმპულსათ.
ამ შემთხვევაშიც ამ წერილში დაყენებული პრობლემები აღმოცენდენ სიმონ ჩიქოვანის ახლად გამოქვეყნებულ პოემასთან დაკავშირებით.
მხატვრული ლიტერატურის ანალიზისა და შესწავლის ე. წ. ფორმალურ, ან უკეთ, მორფოლოგიურ მეთოდს სხვა მრავალ ღირსებათა გარდა აქვს ერთი უპირატესობა, რომელიც ჩვეულებრივ შეუმჩნეველი რჩებათ.
იგი ობიექტთან მეცნიერულ კანონიერობით მიდგომის გზით განდევნის დაფასებიდან სუბიექტიურ მომენტს. ეს განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როდესაც ჩვენ გვიხდება ვსწერთ ჩვენი პირადი მეგობრებისა და ლიტერატურულ თანამებრძოლების შესახებ, სადაც მხოლოდ ასე მკაცრათ განსაზღვრული მეცნიერული დისციპლინა თუ აგვაცდენს პირად განწყობულებათა გავლენას და ობიექტიურ ხილვისა და განსჯის პირობებში ჩაგვაყენებს.
ჩვენი შკოლის წინად არსებულმა ქართულმა ლიტერატურამ თითქოს სრულიად დაივიწყა პოეზიის ისეთი კლასიკური და რთული ფორმა, როგორიცაა პოემა. სწორეთ ისევე, როგორც უკანასკნელ დროს ქართული პროზა ასცდა რომანს. მე ვამტკიცებ, რომ ამას არ ქონია არავითარი ობიექტიური განპირობება და ეს მოვლენა მწერლობის პოტენციის თვალსაზრისით უნდა აიხსნას მხოლოდ, ყველა ქვეყნის კლასიკური პოეზიაში პოემა მიჩნეული იყო პრიმატულ ფორმათ. ჩვენ მწერლობაში მე-19 საუკუნეში პოემა უმთავრესათ ისტორიულ სიუჟეტების გაცოცხლების ლექსურ
ხერხათ იქცა. რასაკვირველია იყო გამონაკლისებიც (როგორც მაგალითად ჭავჭავაძის „განდეგილი“).
„H2SO4“-ს ხვდა რთულ ლიტერატრრულ ფორმათა რესტავრაცია. თანამედროვე ქართული რომანი ჩვენი ფრონტიდან გაიხსნა, (შენგელაია ნოზაძე, ბელიაშვილი).
სიმონ ჩიქოვანის პოემაც ამ მხრივ პირველია.
უკვე დამზადილია რამოდენიმე ახალი პოემა ჩვენი შკოლის პოეტების. ზოგი მათგანი უკვე იბეჭდება კიდეც. მოსალოდნელია, რომ მათი გამოქვეყნება გარდა თავისთავადი მნიშვნელობისა და რეზონანსის, აღადგენს ჩვენს პოეზიაში პოემის კულტურას.
სიმონ ჩიქოვანის აღნიშნული პოემის სახელდება ორიგინალურია თავისი ტრადიციულობით და ამდენათ სენსაციური ეს არ არის თქმული პარადოქსისათვის. წარსულის მემკვიდრეობაზე იმ მკაცრ თავდასხმების შემდეგ, რომელიც
განსნა ჩვენმა ფრონტმა, პოემის ასეთი სათაური ერთი შეხედვით საკვირველებაა.
მოულოდნელობა პირადათ მე პოეზიაში უძლიერეს მოღწევათ. მიმაჩნია, ამ მხრივაც პოემის სათაური გამართლებულლია, მაგრამ ეს მთავარი არ არის.
მთლიანი პოემა თემატიურათ უახლოვდება ბარათაშვილის პოეზიას. მაგრამ ამით კიდევ მეტათ ცნაურდება სხვაობა ახალი პოეზიისა ბარათაშვილისგან. სრულიად სხვაგვარი მსოფლხედვა, სხვაგვარი მიმღეობა, განსხვავებული კონსტრუქცია და შესრულება.
აი, რითაც ჩიქოვანი პოლიარულათ შორდება ბარათაშვილს და რაც უმნიშვნელოთ ხდის თემატიურ მზგავსებას აქედან: თემატიურ მომენტის არა დამძლევი ფუნქცია პოეტურ შემოქმედებაში.
ბარათაშვილი ცნობილია როგორც ქართული რომანტიზმის აპოეგია. რომანტიზმს ვიღებთ, როგორც არა ლიტერატურულ შკოლას, არამედ მთელ კულტურას, რომელიც სცვლის კლასიციზმის ეპოქას და გრძელდება ჩვენს საუკუნემდე. ამ ეპოქის მთელ ლიტერატურას აქვს სოფხდევის ერთიანობა, ეს ცხადდება პოეტის მზერაში გარესკნელისადმი, აქ შემოქმედი საგანთან მიდის
არა უშუალოთ, არამედ განწყობილებითა, შთაბეჭდილებათა, მნიშვნელობათა მეშვეობით. არასოდეს რომანტიკოსი პირდაპირ არ უყურებს სამყაროს. აქ მხედველობის ხაზი გამრუდებულია საგნებისაგან ანარეკლ ემოციებზე გადავლით, ამიტომ არის რომანტიული კულტურის ტენდენცია აბსტრაქციისაკენ, ამიტომ
ხდება რომ რომანტიკოსი სცდილობს სხეულს დაუკარგოს წონა, მოცულობა, ხელსახებობა ყველაფერი რაც ფიზიკური სხეულის სპეციფიკაა და იგი განყნებულ მირაჟათ აქციოს.
ამიტომ ამბობენ, რომ ამ ეპოქამ კულტურას დაუკარგა ნივთობრივი ბუნება, რომ აქ ხედვის აპარატათ არა თვალი, არამედ გონების თვალი გამოდის.
სოციალოგიურ ენაზე ამ კულტურას – ბურჟუაზიულს უწოდებენ. ჩვენ ვდგევართ ახალი კულტურის საწყისებზე. კულტურა იბრუნებს ნივთობრივ ბუნებას. აქედან ახალი შემოქმედი ნივთები სამყაროში შედის უშუალოთ, პირდაპირ არა განწყობილება, არამედ თვით ნივთი არის ხედვის ობიექტი.
თვით ჩიქოვანის კლასიფიკაციით რომანტიული ეპოქა იცვლება კონსტრუქტივიზმით. პირველის ხედვა – რეალისტურია, უკანასკნელის – ნატურალისტური. სწორია თუ არა ეს თერმინოლოგიურათ – ფაქტი ისაა, რომ ამ დაყოფის საგნობრივი მართებულება უდავოა.
ახალ პოეზიაში შემჩნეულია სრულიად საწინააღმდეგო პროცესი. აქ ცენტრში სდგას სხეულის ფიზიკური სპეციფიკა. – ახალი პოეზია შეხებამდე უახლოვდება ნივთს, თავისი სიმძიმით, მოცულობით და სხ. კიდევ მეტი. ახალი პოეტი სცდილობს
განყენებული ცნება (აბსტრაქცია) ფიზიკურ სხეულის თვისებებით წარმოადგინოს. ეს ტენდენცია ჩვენი შკოლის პოეტებში იმ თავითვე სჩანდა.
ფაქტებისათვის: ჟანგო ღოღობერიძე – „ნაბიჯებით ამზადებს შეშას“, „ჩავიცვით სიამოვნება“, ცხენის სირბილიდან ქუჩა დაიბადა“ და სხ.
ნიკოლოზ ჩაჩავა „მთვარე გადოისვრის, ცა აშენდება“ და სხ. მრავალი. ჩიქოვანის „ფიქრები მტკვრის პირას“ აგებულია გარესკნელის კონსტრუქტიულ მიმღეობაზე (თერმინი პირობით არის ხმარებული) და ამითვე მოპირდაპირე პოლიუსია ბარათაშვილის და საერთოთ რომანტიული პოეზიის.
„ფიქრები მტკვრის პირას“ არ იშლება სიუჟეტის მთლიანობაზე, რაც ფაბულის დროულსა და მიზეზობრივ კავშირში განვითარებას გულისხმობს. ამით ეს პოემა უფრო პოემის 3. 6., დესკრიპტულ გვარეობას ეკუთვნის, რომლის საწყისიც ანტიურ
პოეზიიდან მოდის (გეზიოდი, ვირგილიუსი) კლასიკურ ეპოსიდან განსხვავებულათ. ამავე გვარეობაზე აღმოცენდა „რომანტიული პოემა“ თავისი ფაბულური ფრაგმენტულობით. ჩიქოვანის პოემის თავისებურება ამ შემთხვევაში თემატიური დინამიურობაა. ჩვეულებრივ დესკრიპტიული პოემები სტატიურ პეიზაჟების ასახვით ხასიათდებოდენ.
სიუჟეტის არ ქონება არ ნიშნავს თემატიკის უარყოფას. თემა, როგორც იმპულსი მხატვრული შენების, როგორც საწყისი და ამავე დროს მასალა, ჩემის აზრით ყოველ პოეტური მოვლენის აუცილებელი ელემენტია. ამ შემთხვევაში მე არ ვეთანხმები ლიტერატურის ზოგიერთ, საკმაოდ ავტორიტეტულ თეორეტიკოსებს, რომელთაც შესაძლოთ მიაჩნიათ ლექსი – თემის გარეშე. ჩემთვის ცხადია, რომ ჩაჩავას ასე ვთქვათ „ზაუმ“-ური ლექსებიც და პავლე ნოზაძის „დაჩვეული სიყვარული“ უეჭვლათ შეიცავს თემატიურ მომენტს.
„ფიქრები მტკვრის პირას“ ლირიკული პოემაა. ლირიკა არ უნდა გავიგოთ იმ შაბლონით, რომლითაც იგი განიმარტებოდა როგორც შინაგან განცდების გამოფენა, სულიერ სამყაროს ექსპოზიცია და სხვა.
ლირიკა შეიძლება იყოს მომთხრობელობითი რაც ეპოსის სპეციფიკათ მიაჩნიათ ჩვეულებრივ; იგი შეიძლება დიალოგის ფორმაშიც მოექცეს, რასაც მარტო დრამას აწერენ.
ჩიქოვანის პოემაში არის მომთხრობელობითი და დიალოგური მომენტები. ამით მისი ლირიკული ჟანრი სრულიად არ ირღვევა.
ლირიკა წმინდა მორფოლოგიურ თვალსაზრისით პოეზიის სხვა ჟანრებისაგან თავისი სპეციფიური ინტონაციით განსხვავდება. ლირიული ინტონაცია ეპიურისაგან მრავალფეროვანი ხმებრივი მოდულიაციით განირჩევა, როცა დრამისაგან პირიქით, ნაკლები პათოსით, მეტი მონოტონობით და ხრომატიზმით.
ჩიქოვანის პოემა აგებულია წმინდა ლირიკულ ინტონაციაზე, თუმც, არის მაღალი რიტორიული მომენტებიც, გადახრა ემფატიურ ინტონაციისაკენ.
მაგალითად: „ვერ გნახე ცაო, მობინდულო ნისლების და
ღრუბლის დიდებით
ძირს სიფაქიზე, გაუმარჯოს ჩვენი
გრძნობების ჭვარტლით ზეცას მოკალულს
იწამეთ ყველამ ყვითელ დღეების გამოკრული
ჭეშმარიტება“.
„მომეცით სკამი, გადახტომა მინდა
ჩემს გულზე“
„დამარტყით ზურგზე ხუთასი როზგი, თუ არ გადვუქნევ
სამშობლოს წკეპელს“ და სხ.
სიტყვა მსახი ხელოვნების მთავარი მშენებლობითი მასალა
სიტყვაა. პოეტური ლექსიკა სიტყვიერ მასალის ორიგინალურ შერჩევაში მდგომარეობს. ჩიქოვანის პოემაში ამ მხრივ მაქსიმალურად გამოყენებულია თითქმის ყველა სტილისტიური ხერხი.
სიტყვიერ ნეოლოგიზმის გვერდით აქ არის არხაიზმიც. არის აღებული წარსულის პოეტებიდან სიტყვები, თქმები, და ხშირად მთელი ფრაზებიც.
„წარვიღე ფიქრი“.
„წარიღე სულო ეს მძიმე ფიქრი“
„წარვიდენ დღენი სასწაულთ ქმნისა“
და სხ.
მდიდარი პოეტური ლექსიკა ჩიქოვანის პოემაში
მოცემულია მეტაფორების, ალეგორიების და ეპიტეტების ფართო
გამოყენებით... მოვიყვანთ მხოლოდ რამოდენიმე დამახასიათებელ
მაგალითს.
დუდუნებს მტკვარი და იზლაზნება მზით.
შეოქრული, როგორც თითბერი“
„როგორც პეპლები ლამპის შუშებზე,
გულს ღამეები ეხეთქებიან“.
„როცა ფანჯრები ენებივით გადმოგდებული
მოაქვთ სახლებს“
„გარეთ ვარდება შენობების შიგნეული, როგორც სულელი”.
„ღრუბლები რბილათ ეფერებიან ჩემი კბენისგან ცას დალურჯებულს“
„მიმიახლოვეს ღმერთს ფეხდაბანილს და მოსეირნეს ცაში ღრუბლის წინდებით“ და სხ.
აღსანიშნავია აქ სტილისტიურ ხერხების ერთდროულათ აღება.
ჩიქოვანს აქვს თავისებური სინტაქსისი, რაც სიტყვიერ მასალის მხატვრულ კონსტრუქციას გულისხმობს. სინტაქსისი ლექსის შენების ცენტრალური მომენტია. იგი სდგას ლექსის ფონეტიური და სემანტიური ბუნების საზღვარზე და ახდენს ლექსის ინტონაციურს და მელოდიურ რეგულიაციას.
დამახასიათებელი, სანიმუშო სინტაქსური წყობა:
„მე გადავხსენი კალენდარი მომავალ დღეთა
– გადუფურცლავ პლანტაციების“
„დუდუნებს მტკვარი ტკბილ სიმღერებს
სივრცეები ბარათიშვილის“
მოვითხოვ თვალებს ნესტიანებს, ბუზებივით
სარკეზე მიმხმარს“
ხშირად პოემის სინტაქსიური წყობა ემყარება მუსიკალურ კომპოზიციის პრინციპს.
პირადათ მე უდავოთ მიმაჩნია პოეზიის სიახლოვე მუსიკასთან და ლექსის ფონეტიური ფუნქცია:
„და თეფშებივით გულწრფელ სივრცეებს
ადგიათ ცა
ცა ცვარიან მცნარეების, ცა ბარაბანის
და სკანდალების”
„და ჩვენი გრძნობები წარეკილი ცაში
ცხვრებივით
„ღრუბელთა შორის ნაკვერცხლებათ
აცინცხლდებიან“
ინტონაციური ერთეულები კავშირდებიან აკუსტიურ პრინციპზე და ქმნიან ცხოვლად შესაგრძნობ ინსტრუმენტოვკას.
თუ სივერსის სმენითი ფილოლოგიის” შკოლა თავის დროზე ამტკიცებდა, რომ ლექსის შემგრძნობი აპარატი არა მარტო თვალი, არამედ ყურიაო, ეხლა ლექსი შეიგრძნობა კიდევ შეხებითაც, რასაკვირველია ეს ხდება აზრეულად, როგორც ლექსის დაწერილ ტექსტის მუსიკალური განცდაც.
ლექსში შეხებითი შეგრძნება გამოდის ტაქტილიზმიდან, ჩიქოვანის „ფიქრები მკვისპირას“ იძლევა საღ ტაქტილურ შეგრძნობას და ეს მეთოდი ამ პოემაში შეგნებულად არის ხმარებული.
„და სპირიტიულ წარმოდგენებში ის
კვნეტავს მთვარეს
კოვზივით მაგარს და ხორკლებიანს“
„ფხვნილივით ვშმუშნიდი მე თითებში
ცრემლებს უეცარს“
„და ფეხშიშველმა მსურს გადვირბინო გ
აჩერებული მზე ნაკვერჩხალი“
„ვხედავ. ჩამქოლეს ნახერხის ფხვნილით”
„სიცოცხლის ფენები ხავერდივით
შესაგრძნობი და შესახები“
ტაქტილიზმი ჩემის აზრით კონსტრუქტულ მიმღეობის და მსოფლხედვის ნაწილია.
ამ მსოფლხედვაზე ჩვენ ვსთქვით ზემოთ. მისი ერთი ტენდენცა აბსტრაქციებისადმი მატერიალური თვისებათა მიკუთვნებაა.
ამის რამოდენიმე ილიუსტრაცია ჩიქოვანის პოემიდან:
„სვამენ ხასიათს ვით გახსნილ ყავას“. „წემი ფიქრები წარეკილი ცაში ცხვრებივით“ „თქვენს სავარძლებზე ზის პოეზია, თქვენს სავარძლებზე ზის გაზაფხული”
როგორც უკვე აღვნიშნეთ სიმონ ჩიქოვანის „ფიქრები მტკვრის პირას“ იმდენათ ახალი ლიტერატურული მოვლენაა, რომ მასთან დაკავშირებით იმდენი ახალი პრობლემები წამოიჭრებიან, რომელთა სრული დაყენება და გადაჭრა ერთი საგაზეთო წერილის ფარგლებში შეუძლებელია ყოველგვარი სურვილის მიუხედავათ.
ამას ვამბობთ იმიტომ, რომ თვითონ ვგრძნობთ: არა ერთი მომენტი საანალიზოთ აღებული პოემისა დაგვრჩა უყურადღებოთ. არა ერთი პრობლემა გვრჩება სრულიად ხელუხლები ან საკმაო გარკვევისა და არგუმენტაციის გარეშე.
მაგრამ ვემორჩილებით დროსა და ადგილის ეკონომიის კარნახს იმ იმედით, რომ ამ პრობლემებზე და თვით ამ პოემაზეც ჩვენ უკანასკნელათ არ ვლაპარაკობთ ამ წერილში და სხვა დროს არა ერთხელ მოგვიხდება მათზე შეჩერება.
გაზ. „დროული“ 1926 წ. №2