ბესარიონ ჟღენტი // პლასტო პოემა
პლასტო პოემა
პირველი
ვბრუნდები.
ეს გზა:
გატკეპნილი ტავტოლოგია.
თქვენი პოზაა —
მოქნეული კარტონის ხმალი.
თქვენ ეხლა გცივათ და
გამძაფრებსთ დეკემბრის
სუსხი.
გინდათ გაფრენა ავტო-ლექსით.
ელოდეთ ავტორს.
ჯერ კი —
მიირთმევთ ამ სუროგატს
გამხმარი ტემბრით,
უსხივო,
როგორც ბენგალიის
фეიერვერკი.
მეორე
ყველა ტრიბუნის და ესტრადის
გასტროლიორი
ვირგებ ქუსლებზე
კაфე – კაфედრას
ტფილისი — ვედრო
ჯორჯიაშვილის ბომბებისთვის პორტატიული
სცლის ელევატორს მუზების და ლექსის კონსერვით.
დღეს ჩემი გული გამოცხადდა პორტო-фრანკოთ
საექსპორტო ხომალდები
და ცისტერნები
საфესტივალო фესტონებით
გადაზოლილი ბომბეიდან —პორტარტურამდე.
მესამე
გვეჭირა ძვლებზე
საქართველო, როგორც ბრაუნინგი
და ვუმიზნებდით.
ბერინგზე მკვრივათ გაყინული
ჩვენი შუბლები
უშენდენ ღრუბლებს
უბლაგვესი
მზის დუბლიორებს
ვიდექი, როგორც
გეკატომბა გიგანტიური
ავანტიურის ფეხადგმული
დაბიუტანტები
იყო კიოსკი — ბალერინა.
გაბრწყინებული ტრაპეზივით.
ის ეხლაც ბრუნავს.
დარკინული და მოარეული.
მის სისწრაფეზე
თქვენ ეხლაც თბებით.
მცივა მარტო მე —
როგორ სციოდა ჟანადარკს, ან სავონარულას
კოცონზე მიკრულს ფრჩხილით და თმებით.
მეოთხე
აგდია მტკვარი
მეტეხიდან მოტეხილ ბელტათ,
და მტკვარზე უფრო ამღვრული
ტფილისის ღამე
მე დავედრები
რვაკუთხედათ მოვარდნილ ციკლონს.
ვაფრთხობ გუმბათებს —
(გახსენება ჯელალედინის)
ჩემი ყოველი ამხედრება
რჩება პროლოგათ
და ეს პოემაც
ნეკროლოგია.
ჟურნ. „ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 წ. №1