cover
ჟანგო ღოღობერიძე

ჟანგო ღოღობერიძე

1905 - 1937

ჟანგო (ივანე) სერგოს ძე ღოღობერიძე (1905-1937) ფუტურისტთა ჯგუფის პოეტი იყო. შემდეგ საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს პრეზიდიუმის წევრი გახდა.

საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე 1926 წლის 13 ივლისს მიღებული დადგენილების საფუძველზე საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატს გაეგზავნა მწერალთა კავშირის თავმჯდომარის სილიბისტრო თოდრიასა და პრეზიდიუმის წევრების გრიგოლ რობაქიძის, ალექსანდრე აბაშელის, ნიკოლო მიწიშვილის, პავლე ინგოროყვას ხელმოწერილი შუამდგომლობა – გთხოვთ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი და მისი პასუხისმგებელი მდივანი ჟანგო ღოღობერიძე სასწავლებლათ საზღვარგარეთ გაგზავნოთო. განსახკომმა დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა და ჟანგო 1927 წელს სასწავლებლად გაემგზავრა გაემგზავრა საფრანგეთში, იქ ერთხანს კიდევაც მუშაობდა. ჟანგო ღოღობერიძემ თარგმნა პ. ტარასოვ როდიონოვის მოთხრობა „შოკოლადი“ (1927). ევროპიდან დაბრუნებულა 1932 წელს. ცხოვრობდა მოსკოვში. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. როგორც ერთ ქართველ ტყვეს ემიგრანტი მოღვაწის, სევერია, ჭირაქაძისათვის უთქვამს, პავლე ნოზაძესთან ერთად მოსკოვში დაუხვრეტიათ უკლონისტების საქმესთან დაკავშირებით

ღოღობერიძე ჟანგო (ივანე) სერგოს ძე

1937 წლის 10 აგვისტოს სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი

დაბადების თარიღი: 1905 წ.

ეროვნება: ქართველი

ოჯახური მდგ.:

დაბადების ადგილი: ქუთაისის რაიონი, სოფ. ფარცხანაყანევი, საქართველოს სსრ

საცხოვრ. ადგილი: ქ. მოსკოვი, 2 იზვოზნაიას #36ა, 5 კორპ. სადარბაზო 4, ბინა 140

განათლება:

სოც. წარმომავლობა:

პარტიულობა: უპარტიო

სამუშაო ადგილი: ლიტერატურული გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი. სსრკ-ს მწერალთა კავშირის ორგანო

ნასამართლობა:

განყოფილება: შინსახკომის მე-3 განყოფილება

გაასამართლა: სამხედრო კოლეგია

მომხსენებელი:

მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო

ბრალად ედება: ტროცკისტობა

მუხლი: 58-1-ა, 58-8, 58-11

სასჯელის ზომა: დახვრეტა

დაპატიმრების თარიღი: 04/05/1937

სხდომის თარიღი: 09/12/1937

დახვრეტის თარიღი: 09/13/1937

რეაბილიტაცია:

შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IINSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი