cover
ვარლამ ჟურული

ვარლამ ჟურული

1908 - 1965

ვარლამ ნიკოლოზის-ძე ჟურულის ავტობიოგრაფია

დავიბადე 1908 წელს, სექტემბრის 15-ს, ყოფილ ოზურგეთის მაზრაში, სოფ. ჩიბათში, ახლანდელ ლანჩხუთის რაიონში, წვრილი ვაჭრის ოჯახში. მამა ადრე გარდამეცვალა. პირველ დაწყებითი სწავლა მივიღე სოფლად, შემდეგ კი ქუთაისის გუმანიტარულ ტექნიკუმში. 1935 წელს დავამთავრე თბილისის სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. სამწერლო ასპარეზზე გამოვედი 1924 წელს. ამ პერიოდიდან მოკიდებული დღემდე სისტემატურად ვთანამშრომლობ ჩვენს ჟურნალ -გაზეთებში.ჩემი ლექსები გადათარგმნილია რუსულ და უკრაინულ ენებზე. 1935 წელს სახელგამმა გამოსცა ჩემი ლექსების პირველი კრებული ,,ვარდის ფურცლობა", 1940 წელს კი საბლიტგამმა გამოსცა არქტიკული ლექსების ციკლი საბჭოთა კავშირის გმირებზე, სათაურით ,,ჩრდილოეთის დაპყრობა". სამწერლო მოღვაწეობასთან ერთად ვეწევი ჟურნალისტურ მუშაობას საქართველოს სს რესპუბლიკის ცენტრალურ ორგანოებში.

ვ. ჟურულის ნაწარმოებთა სია:

  1. ლექსთა პირველი კრებული ,,ვარდის ფურცლობა", 1935 წ.
  2. ,,ნარაზენი", ლექსთა კრებული, 1935 წ.
  3. ,,ლექსების ციკლი", 1938 წ.
  4. ,,ჩრდილოეთის დაპყრობა", 1938 წ.
  5. ქუთაისის საავატომობილო ქარხნის შესახებ მხატვრული ნარკვევი,1949 წ.
  6. ლექსთა კრებული ,,ჩვენი გაზაფხული", 1950 წ.

სწორია: ნ. კლ., 1956 წ. ვადასტურებ სამდივნოს გამ გე: ნ. თოფჩიშვილი.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი