სიმონ დოლიძე დაიბადა 1903 წლის 6 თებერვალს ქალაქ ოზურგეთში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1925 წელს. 1925 წლიდან დაიწყო მუშაობა "სახკინმრეწვში" თავდაპირველად რეჟისორ ასისტენტად, შემდეგ მხატვრული და დოკუმენტური ფილმების დამდგმელ რეჟისორად; 1928 წელს ჩამოაყალიბა კინოქრონიკის სექტორი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა; გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: "მიურსალის გარღვევა", "ოქტომბრის მე-12 წელი", "მიწის ძახილი" (ყველა 1929), "საბჭოთა ცეილონი" (1930), "ფშავეთი”(1932), "სახელოვანი გზა" (1946); მის მიერ შექმნილი მხატვრული ფილმები: "ზვავთა მხარეში" (1931), 'უკანასკნელი ჯვაროსნები" (1935), "დარიკო" (1936), "მეგობრობა”(1940), "ჯურღაის ფარი" (1944), "ჭრიჭინა" (1954), "ეთერის სიმღერა" (1956), "ფატიმა" (1958), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (1959), "პალიასტომი" (1963), "ქალაქი ადრე იღვიძებს" (1967); დაწერა სცენარები მულტფილმებისათვის: "ჩხიკვთა ქორწილი" (1957), "სათაგური" (1965), "ბულბულის იუბილე" (1978); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, კინორეჟისორი და კინოდრამატურგი. ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.476 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, თავმჯომარე (1957-1976)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია (დ. რონდელთან ერთად) მხატვრული ფილმისათვის "ჯურღაის ფარი"
ბიბლიოგრაფია
მოგონებები. (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1984. - 1984
სიკო დოლიძე გარდაიცვალა 1983 წელს 17 ივნისს 80 წლის ასაკში. დაკრძალვის ადგილი: დიდუბის პანთეონი, თბილისი.