cover

სიმონ ივანეს-ძე ჩიქოვანის ავტობიოგრაფია

დავიბადე 1902 წელს, 27 დე კემბერს, სოფელ ნაესაკოვოში (აბაშის რაიონი). მა მაჩემი, ივანე სიმონის-ძე ჩიქოვანი, ახალგაზრდობიდანვე ინვალიდიიყო, გარდაიცვალა 1918 წ.

1921 წელს დავასრულე ქუთაისის რეალური სასწავლებელი.

ლიტერატურულ სარბიელზე გამოვედი მოწაფეობის დროს, მაგრამ სისტემატურად ვიბეჭდები 1925 წლიდან.

1921 წლიდან 1924 წლამდე ვმსახურობდი წითელ არმიის ქართულ ნა-წილების პოლიტგანყოფილებაში. შემდეგ ვმუშაობდი ჟურნალ `მნათობის~რედაქციის მდივნად. ვიყავი საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოსწევრი და პოეტების სექციის თავმჯდომარე.

1944 წელს საქართველოს საბჭოთა მწერლების გამგეობის პლენუმზეამირჩიეს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ.

1941 წლიდან ვარ კპ. სს წევრი.

ჩემი სამწერლო მუშაობისათვის 1939 წელს დაჯილდოვებული ვიქენი „შრომის წითელი დროშის“ ორდენით საკავშირო სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ, ხოლო 1946 წლის თებერვალში დაჯილდოვებული ვიქენი ლენინის ორდენით.

1922 წლიდან გამოცემულია ჩემი ლექსების თორმეტი წიგნი (ქართულად). ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილია ჩემი მონოგრაფიული ხასიათის წე-რილები შოთა რუსთაველზე, ნიკო ლოზ ბარათაშვილზე, ვაჟა ფშაველაზე,ილია ჭავჭავაძეზე, ვასილ ბარნოვზე და აკაკი წერეთელზე. რუსულ ენაზეგამოცემულია ჩემი ლექსების რამდენიმე წიგნი.

1946 წელს კიევში უკრაი-ნულ ენაზე დაიბეჭდა ჩემი რჩეული ლექსების წიგნი.1946 წელს მომენიჭა სტალინური პრემია ნაწარმოებებისათვის: „სიმღერა დავით გურამიშვილზე“, „გორი“, „ქართლის სიმღერები“, „გამარჯვების დღესასწაული“, „ვინა სთქვა საქართველოზე“ და სხვ. 1947 წელს არჩეულივიქენი სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

დაბეჭდილია ჩემი შემდეგი ნაწარმოებები: 1. ლექსების კრებული, 1925 წ.2. „ბედი რესპუბლიკისა“, პოემა, 1928 წ. 3. მარტო ლექსები. 4. „გმირებზე“ (ლექსები). 5. ლექსების პირველი ტომი, 1934 წ. 6. „იგორის ლაშქრობის შე-სახებ“ (თარგმანი), 1940 წ. 7. „ა ხალი ლექსები“, 1942 წ. 8. „Моя Отчизна“, 1944 წ. 9. „დავით გურამიშვილი“, 1947-49 წ. 10. საიუბილეო კრებული მოსკოვში, 1950 წ. 11. საიუბილეო კრებული უკრაინაში, 1951 წ. 12. რჩეული ლექსები, 1950-51 წ. ცალკეული ლექსები. აგრეთვე თარგმნილია მოძმე ხალხთა ენაზე ჩემი ლექსების რამდენიმე წიგნი.

სწორია: ნ. კლ., 1956 წ. ვადასტურებ სამდივნოს გამგე: ნ. თოფჩიშვილი.

ავტობიოგრაფია

მე დავიბადე 1902 წელს, დეკემბრის 27, სოფელ ნაესაკოვოში (აბაშისრაიონი, ყოფილი სენაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია) უღარიბეს ოჯახში.მამა ჩემი (ივანე სიმონის ძე ჩიქოვანი) ახალგაზრდობიდანვე ინვალიდი იყო, ორივე ფეხებით დაკოჭლებული. დედა ადრე მომიკვდა და მე არ მახსოვს იგი.მამაჩემი მოკვდა 1918 წელს, როდესაც მე ვიყავი მეოთხე კლასში (ქუთაისის რეალურ სასწავლებელში), 15 წლისა. ამის შემდეგ მე ვცხოვრობ ჩემი შრო-მით. ლიტერატურული მუშაობა და ლექსების წერა დავიწყე მოწაფეობისასდა ახალგაზრდობიდანვე მქონდა მიდრეკილება მწერლობისადმი. მოწაფეო-ბისას პოლიტიკურ მუშაობაში არასოდეს ვყოფილვარ ჩაბმული. მართალია,მოწაფეობისას (პირველ ხანებში 1917-18 წლებში) ვტრიალებდი ნაციონალისტურად განწყობილ ახალგაზრდობაში და თანაუგრძნობდი ფედერალისტებს კიდეც, მაგრამ არც ერთი პარტიის ორგანიზაციაში არ ვყოფილვარ დაარავითარი პოლიტიკური ხასიათის გამოსვლა არასოდეს არ მქონია. 1920წლიდან უფრო გამიტაცა მხატვრულმა მწერლობამ და ვბეჭდავდი მაშინდელგაზეთებში წმინდა ლიტერატურული ხა სიათის წერილებს (კრიტიკა, ბიბლიოგრაფია) და ლექსებს. ამ დროინდელი ჩე მი ნაწერები დამწყები მწერლისვარჯიშობაა და მეტი არაფერი. 1921 წელს დავასრულე სასწავლებელი დაამა წლის ივლისში დავიწყე სამსახური წითელ არმიის ქართულ ნაწილების პოლიტგანყოფილებაში. ვიყავი კლუბის მომუშავე, თეატრალური სექტორის ინსტრუქტორი და ბოლოს არმიის საბიბლიოთე კო სექციის ინსტრუქტორი.ამგვარად, წითელარმიაში ვმუშაობდი 1925 წლამდი. ამავე ხანებში იწყებაჩემი პოეტური მუშაობის ახალი ხანა, როდესაც მე ჩავები ფუტურისტების წრეში და ვითვლებოდი ამ ჯგუფში. 1921-24 წელი ჩე მი პოეტური მზადების ხანაა და შემოქმედებითი გზის ძიება. პირველ დღიდანვე მე ვცდილობ,ორგანიულად დაუკავშირდე საბჭოთა სინამდვილეს და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მას ვემსახურო. 1924 წლიდან იწყება ჩემი პროფესიონალურისამწერლო მოღვაწეობა. და ამის შემდეგ ვიბეჭდები ჩვენში არსებულ ყვე-ლა ჟურნალ-გაზეთებში. ამ დროიდან ლიტერატურული შრომით ვცხოვრობ.ამ თუთხმეტი წლის განმავლობაში დაბეჭდილია ჩემი წიგნები: 1) ფიქრნიმტკვრის პირას, 2) ბედი რესპუბლიკა, 3) მხოლოდ ლექსე ბი, 4) გმირი დაწინ, 5) ლექსების ერთტომეული, 6) ახალი ლექსები (ლექსები დაწერილი 34 წლიდან 39-მდე), 7) იგორის ლაშქრობის თარგმანი, 8) ჩემი ლექსები რუსულად. ამასთანავე მაქვს დაბეჭდილი წერილები რუსთაველზე, ბარათაშვილ-ზე, ილია ჭავჭავაძეზე, ვასილ ბარნოვზე თანამედროვე პროზის და პოეზიის პრობლემებზე, თეატრზე, ქართულ მხატვრობაზე და სხვ. ვიბეჭდები ყველაქართულ საბჭოთა გამოცემებში. ვიბეჭდები აგრეთვე „პრავდაში“, „იზვესტია“-ში და რუსულ „სალიტერატურო გაზეთში“. ცნობილ რუსულ საბჭოთაჟურნალებში („Красная Нов.“, „Новый Мир“ და „Дружба“-ში) და უკრაინისდა სხვა ჩვენი მოკავშირე რესპუბლიკის ჟურნალებში. ჩემი ლექსები თარ-გმნილია რუსულად, უკრაინულად, ბელორუსულად, სომხურად და სხვ. მოკავშირე ეროვნებათა ენებზე. უკრაინულად ამ წელს გამოვა ჩემი ლექსების წიგნი. ვიყავი ერთი რედაქტორთაგანი მრავალი ქართული მხატვრულიგამოცემების და ქართული მწერლობის თარგმანების რუსულ ენაზე (ვლ. მაიაკოვსკის ლექსები, შევჩენკოს პოემები და ლექსები, ახალი კოლხიდა, რუსთაველისადმი მიძღვნილი კრებული, ბედნიერების სიმღერები, ბარათაშვილის ლექსები რუსულად, და ქართული პოეზიის ანტოლოგია რუსულად დასხვ.). ვარ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი 1930 წლიდან და ახლავითვლები აგრეთვე საქ. საბჭოთა მწერლებისა და პოეტების სექციის თავმჯდომარეთ. ამა წლის თებერვალს საბჭოთა ხელისუფლებამ ჩემი სამწერლო მუშაობისათვის დამაჯილდოვა „შრომის წითელი დროშის„ ორდენით. ჩემი მთელი საზოგადოებრივი სამწერლო მუშაობა მიმართულია საბჭოთასინამდვილის და დიდი ბელადის ერთგულებისადმი. ჩემი მიზანია, ვემსახურო საბჭოთა სამშობლოს, რომელმაც აღმზარდა და დამავაჟკაცა მე, როგორც პოეტი და მოქალაქე.

სიმონ ჩიქოვანი

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი