cover

შალვა ალხაზიშვილი

1899 - 1980

დავიბადე 1899 წელს, 27 მარტს (ახ.სტ.) ქალ. თბილისში.

მამაჩემი იყო ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე (ილია სოლომონის-ძე ალხაზიშვილი, 1853-1921) წარმოშობით გლეხი იყო.

1917 წელს დავამთავრე რუსული კლასიკური გიმნაზია ქალ. გორში. შემდეგ ვსწავლობდი თბილისის სახ. უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მაგრამ მატერიალური სივიწროვის გამო სწავლას თავი დავანებე და დავიწყე მუშაობა. პირველად ვმუშაობდი მასწავლებლად ქართული ენისა საშუალო სკოლებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პერიოდიდან სამუშაოდ გადაველი კულტ-მუშაკად ქართულ დივიზიაში, ამის შემდეგ კი მუშაობა დავიწყე პროფკავშირებში.

პირველად ლიტერატურულ სარბიელზე გამოვედი, როგორც თეატრის კრიტიკოსი და რეცენზენტი. წერილებს ვათავსებ დი ჟურნ. "სანახაობა" და "ხელოვნების დროშა", 1923წ.

1924 წელს თბილისში ჩამოყალიბდა მემარცხენე ფრონტი და მეც გავხდი მათი წევრი. მონაწილეობას ვღებულობდი ჟურნალებსა, კრებულებსა და გამოსვლებშიი ამ ორგანიზაციის წევრებთან ერთად.

1928 წელს ჩამოვშორდი ამ ორგანიზაციას და მუშაობა დავიწყე ქართული კინემატოგრაფიის ხაზით, პირველად როგორც სცენარისტი, ხოლო შემდეგ დანიშნული ვიქენი სასცენარო განყოფილების გამგედ.

ვათავსებდი რეცენზიებს და წერილებს კინოსურათებზე ქართულ გაზე- თებში, ჟურნალები და სხვ.

1935 წლიდან მუშაობა დავიწყე საქართველოს საბჭოთა მწერ. კავშირის დრამატიულ სექციაში პ/მგ. მდივნად, შემდეგ მთავარ რედაქტორად რეპერ- ტკომისა, სადაც ვიმუშავე 1938 წლამდე.

სამამულო ომის წლებში ვმუშაობდი კინემატოგრაფიის ხაზით. გაზ. „ლიტ. გაზეთში“ ვათავსებდი წერილებს სამამულო ომის თემაზე და თანა- მედროვე საკითხებზე. ჩემი ნაწარმოებები (წერილები და რეცენზიები):

  1. „მხატვარი თეატრში", 1924 წ.
  2. თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნება რუსეთში. 1924 წ.
  3. „ლუდვიგ ბეთხოვენი", 1927 წ. წერილი),
  4. „შენიშენები კინემატოგრაფიაზე“.
  5. „ქართული კინემატოგრაფია 10 წლის განმავლობაში“,
  6. „მხატვარი ა. მრევლიშვილი“, 1934 წ.
  7. „ფრანსუა რაბლე“. 1933 წ.
  8. მიქელ ანჯელოს ქანდაკებანი“, 1939 წ.
  9. „შევჩენკო, როგორც მხატვარი", 1939 წ.
  10. „მხატვრობის ზოგიერთ საკითხებზე“, „“-
  11. „მარგარიტა გოტიე" მარჯანიშვილის თეატრში, 1940 წ.
  12. „რეალიზმი და გაბაშვილი", ".
  13. ჩაიკოვსკი და ქართული კულტურა“. „-“.
  14. „შენიშვნები კინო რეპერტუარზე“, „–“.
  15. „თანამედროვეობა და ისტორიული თემა“. „“.
  16. „შექსპირის პატრიოტიზმი“, „“.
  17. „ილია რეპინი და ივანე თარხნიშვილი".
  18. „ქართული მხატვრობა გამოფენაზე „იზო“, 1947 წ.
  19. „ქართული საბჭოთა ხელოვნება“.
  20. „ბრძოლა სურათისათვის“.
  21. „ქეთო მაღალაშვილის მხატვრობა“, 1948 წ.
  22. „ირაკლი გამრეკელი“, „–“.
  23. „რუსული პოეზიის ანთოლოგიაზე“, 1948 წ.
  24. „ს. კლდიაშვილის ნოველები“, „–“

შრომები

    ISU logoDH logo

    © 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი