სერგეი ტრეტიაკოვი დაიბადა 1892 წლის 20 ივნისს ქ. გულდიგაში, ლატვიაში.
დაამთავრა რიგის გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1915 წელს.
1919 წელს ვლადივოსტოკში გამოქვეყნდა მისი ლექსების პირველი კრებული. თანამშრომლობდა შორეული აღმოსავლეთის სხვადასხვა გაზეთების რედაქციებთან. 1922 წლიდან მოსკოვში რედაქტორობდა ჟურნალებს "ნოვი ლეფ" და "ლიტერატურა მირავოი რევოლუციი", მუშაობდა მიერხოლდთან, რომელმაც დადგა მისი პიესა "იღრიალე ჩინეთო”. პროლეტკულტის თეატრში სერგეი ეიზენშტეინმა დადგა მისი პიესები: "ზოგჯერ ბრძენიც მოტყუვდება", "გესმის მოსკოვო?" და "აირწინაღები". 1924-1925წწ. კითხულობდა რუსული ლიტერატურის კურსს პეკინის უნივერსიტეტში. 1927 წელს მიიწვიეს საქართველოს "სახკინმრეწვში" ლიტერატურული განყოფილების კონსულტანტად. მისი სცენარით გადაღებულია ფილმები: "ელისო" (ნ. შენგელაია, 1926), "ჯიმ შვანთე" (მ. კალატოზიშვილი, 1930) და "ხაბარდა" (მ. ჭიაურელი, 1931).
სერგეი ტრეტიაკოვი 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს 45 წლის ასაკში.