cover
ნიკოლოზ შენგელაია

ნიკოლოზ შენგელაია

1901 - 1943

ნიკოლოზ შენეგალაია დაიბადა 1901 წელს 8 აგვისტოს წალენჯიხის რაიონში სოფელ ობუჯში.

1919 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე. 1922 წლიდან წერდა ლექსებს; გატაცებული იყო ფუტურიზმით. იბეჭდებოდა ფუტურისტების პერიოდულ პრესაში. ერთხელ ქუჩაში საკუთარი ლექსების კითხვისას მას კოტე მარჯანიშვილმა მოუსმინა, მისი ორატორული ნიჭით მოიხიბლა და თეატრში გაყოლა შესთავაზა, აქედან დაიწყო მისი კინომოღვაწეობა. 1924 წელს კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია იგი რეჟისორის ასისტენტად ფილმზე "ქარიშხლის წინ”; 1926-1927წწ. სერგო კლდიაშვილთან ერთად დაწერა სცენარი ფილმებისთვის "სამანიშვილის დედინაცვალი"და "გაფლანგვა”; 1927 წლიდან დაიწყო რეჟისორობა. პირველი ფილმი "გიული" მან ლეო პუშთან ერთად გადაიღო იმავე წელს. მის შემოქმედებაში მხატვრული თვალსაზრისით გამორჩეული ფილმი იყო ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოების მოტივებზე გადაღებული "ელისო”, რომელიც მან 1928 წელს გადაიღო. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: "გიული”(1927), "ელისო" (1928), "Двадцать шесть комиссаров" (აზ., 1933), "ნარინჯის ველი" (1937), "სამშობლო" (1939), "შავ მთებში" (1941), "ის კიდევ დაბრუნდება”(1943); სცენარის ავტორია ფილმებისა: "სამანიშვილის დედინაცვალი" (1926), "გიული" (1927), "გაფლანგვა" (1927), "ელისო" (1928), "Двадцать шесть комиссаров" (აზ., 1933), "ნარინჯის ველი" (1937), "სამშობლო" (1939).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1941 - სტალინური პრემია

1935 - რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ნიკოლოზ შენგელაია 4 იანვარს, 1943 წელს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10. _ თბ.,1986. _ გვ.716.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი