cover
მიხეილ კალატოზიშვილი

მიხეილ კალატოზიშვილი

1903 - 1973

მიხეულ კალატოზიშვილი დაიბადა 1903 წლის 28 დეკემბერს.

კარიერის დასაწყისში მუშაობდა ფირის დამწებებლად, კინომექანიკოსად, მძღოლად, ლაბორანტად, მემონტაჟედ, მსახიობად ("სამი სიცოცხლე",ა "ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე"), ოპერატორად (“ორთქმავალი 1000ბ",ა "ბიული"), სცენარისტად ("ბოშური სისხლი"); ოპერატორის ასისტენტად ("ჯანყი გურიაში"), აქვეყნებდა წერილებს ჟურნალშია "მემარცხენეობა", რომლებშიც აქტიურად გამოთქვამდა აზრს კინოს შესახებ. მისი პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია ფილმია "მათი სამეფო" (1928); შემდეგ გადაიღო ფილმია "ჯიმ შვანთე" ("მარილი სვანეთს", 1930); 1933 წელს შევიდა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში; 1934-1936წწ. იყო სახკინმრეწვის დირექტორი. სარეჟისორო მოღვაწეობას დაუბრუნდა 1939 (ფილმია "მამაცობა"); 1941 წელს დადგა ფილმია "ვალერი ჩკალოვი”; ფილმია "განწირულთა შეთქმულება" შექმნილია ნ. ვირტას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით (1950); განსაკუთრებით ცნობილია მისი ფილმია "მიფრინავენ წეროები" (1957). მიღებული აქვს: კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მშვიდობის პრემია ფილმისთვისა "განწირულთა შეთქმულება" (1950), კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალისა "ბროლის გლობუსი" ფილმისთვისა "ერთგული მეგობრები" (1954), კანის საერთაშორის კინოფესტივალისა "ოქროს პალმის რტო" (1958), მეხიკოს საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო პრიზი (1958) და ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო დიპლომი (1958) ფილმისთვისა "მიფრინავენ წეროები”.

მიხეილ კალატოზიშვილი გარდაიცვალა 1973 წლის 26 მარტს 69 წლის ასაკში. დაკრძალვის ადგილი: ნოვოდევიჩიეს სასაფლაო, ქ. მოსკოვი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5. -თბ., 1980. _ გვ. 328.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი