cover
ლევან ასათიანი

ლევან ასათიანი

1900 - 1955

მე დავიბადე 1900 წელს, ივნისის 28, ქალ. თბილისში, ინტელიგენტის ოჯახ - ში. ბავშვობა ნაწილობრივ ტფილისშივე გავატარე, შემდეგ ვცხოვრობდი ქუთაისში, სადაც დავამთავრე საშუალო სასწავლებელი. ვსწავლობდი ქართულ გიმნაზიაში, რომელიც იმ დროს წარმოადგენდა ნაციონალ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ კერას საქართველოში. ჩვენი პედაგოგები მხურვალე პატრიოტები იყვნენ, სასტიკად ებრძოდნენ ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას და ბავშვებს გვინერგავდნენ სამშობლოსადმი სიყვარულსა და ხალხის ინტერესებისათვის ბრძოლის მაღალ მოქალაქეობრივ იდეებს. გიმნაზიის გათავების შემდეგ, 1919 წელს, შევედი ტფილისის უნივერსიტეტში, ლიტერატურულ ფაკულტეტზე. ვსწავლობდი ძველი ქართული ლიტერატურის კათედრაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფ. კ. კეკელიძე.

სტუდენტობის პირველი წლებიდანვე იწყება ჩემი გაცნობა-დაახლოვება ტფილისის სალიტერატურო წრეებთან. ხანგამოშვებით ვთანამშრომლობდი კიდეც იმდროინდელ ლიტერატურულ გამოცემებში: "ლომისში", "ბახტრიონში", "მეოცნებე ნიამორებში". ამავე დროს ვმაცადინობდი უნივერსიტეტში, სადაც, გარდა ზეპირი გამოცდების ჩაბარებისა, აქტიურად ვმონაწილეობდი სემინარებში: ძველი ქართული ლიტერატურის (პროფ. კ. კეკელიძე), "ვეფხისტყაოსნის" (პროფ. ა. შანიძე), მე-19 ს. ქართული მწერლობის (ს. გორგაძე) და სხვ. უნივერსიტეტი და ვამთავრე 1925 წელს.

მუდმივი ლიტერატურული მუშაობა დავიწყე 1927 წელს, როდესაც ჟურ- ნალ „ქართულ მწერლობაში“ დავბეჭდე ისტორ.-ლიტერატურული ხასიათის ერთ-ერთი გამოკვლევა. ამის შემდეგ ვთანამშრომლობდი საბჭოთა ყველა გამოცემებში, სადაც ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომებთან ერთად, ვა- თავსებდი კრიტიკულ წერილებსაც თანამედროვე საბჭოთა მწერლების შე- მოქმედებაზე. ზოგადი ხასიათის სტატიების გარდა, სპეციალური წერილები მაქვს მიძღვნილი შემდეგი ავტორებისათვის: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ალ. ყაზბეგი, დ. კლდიაშვილი, ალ. პუშკინი, ვლ. მაიაკოვსკი და სხვ. თანამედროვე ქართველ ავტორებიდან: გ. ტაბიძე, ლ. ქიაჩელი, შ. დადიანი, ა. აბაშელი, ვ. გაფრინდაშვილი, ა. ქუთათელი და სხვ.

აკაკი წერეთლის რესპუბლიკური საიუბილეო კომიტეტის დავალებით გავაკეთე მონოგრაფია „აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება“, რომელიც ცალკე წიგნად გამოვიდა.

1928 წლიდან ვიყავი რედკოლეგიის წევრი და ლიტმუშაკი ჟურნალ „ქართული მწერლობისა“ და 1932 წლიდან ჟურნალ „მნათობის“ რედკოლეგიის წევრი და პასუხისმგებელი მდივანი. შემდეგ, ავადმყოფობის გამო რედაქციას თავი დავანებე.

1939 წლიდან მუშაობა დავიწყე რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ და აგრეთვე საქართველოს კინო-სტუდიაში სასცენარო განყოფილების კონსულტანტად.

1940 წელს ვიყავი საქართველოს კორესპონდენტი მოსკოვის გაზეთ „ლიტერატურნაია გაზეტასი“.

1943 წლიდან 45 წლამდე ისევ დავუბრუნდი ჟურნალ „მნათობს“ და ვმუშაობდი პასუხისმგებელ მდივნად.

1949 წლიდან მუშაობა დავიწყე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში რუსთაველის სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-მუშაკად.

ლევან ასათიანის ნაწარმოებთა სია

  1. „ვოლტერიანობა საქართველოში“ (ისტ. ლიტერ. გამოკვლევა), 1933 წ.
  2. „ცეცხლი, ფოლადი, ადამიანი“ (მხატვრული ნარკვევი), 1934 წ.
  3. „ლიტერატურა და სხვა“ (კრიტიკა), 1934 წ.
  4. „შავი ქვის ამბავი“ (საბავშვო წიგნი), 1934 წ.
  5. „მიწა“ (მხატვრული ნარკვევი), 1935 წ.
  6. „ძველი საქართველოს პოეტი ქალები“ (ისტ.-ლიტერ. გამოკვლევა), 36 წ.
  7. კომენტარიები ი. მანსვეტაშვილის „მემუარები“-სა, 1936 წ.
  8. „აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება“, 1940 წ.
  9. „სტატიები და წერილები“, 1945 წ.
  10. „წერილები ლიტერატურაზე“ (კრიტიკა), 1946 წ.
  11. „გრიგოლ ორბელიანი“ (ლიტერატურული მოთხრობა), 1946 წ.
  12. „ქართული ლიტერატურა“ (კრიტიკა), 1948 წ.
  13. „პუშკინი და ქართული კულტურა“ (ლიტმცოდნეობა), 1949 წ. 14. „ი. ბ. სტალინი და ქართული რევოლუციური პოეზია“, 1950 წ. 15. „მაიაკოვსკი და საქართველო“, 1951 წ.
  14. „ენა და სტილი ი. ბ. სტალინის ადრინდელ ნაწარმოებებში“, 1951 წ. 17. „აკაკი წერეთლის ცხოვრება“ (რუსულად), 1947 წ.
  15. „პუშკინი და ქართული კულტურა“, „–“, 1949 წ.
  16. ქართული მუშათა რევოლუციური პოეზია, 1901–1907 წლებში.

ჩემი რედაქციითა, შენიშვნებით და წინასიტყვაობით გამოცემულია სხვადასხვა დროს ს. მგალობლიშვილის მოგონებანი ქართველ მწერლებზე, არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“, ილია ჭავჭავაძის მოთხრობები (რუსულად), აკაკი წერეთლის მოთხრობები, გალ. ტაბიძის ლექსები და დ. კლდიაშვილის მოთხრობები (რუსულად) და სხვ.

სწორია: ნ. კლ.,1956 6. ვადასტურებ სამდივნოს გამგე: ნ. თოფჩიშვილი.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი