ოფიციალური სახელი: ლეონარდ ესაკია
ლეო ესაკია დაიბადა 1899 წლის 27 თებერვალს სოფელ ნაესაკოვში, სენაკის მაზრაში. 1916 წელს გაიწვიეს ჯარში; ომის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ გაზეთებში, აქვეყნებდა ლექსებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს; 1927 წლიდან მუშაობა დაიწყო ქართულ კინოში სცენარისტად, ამავე წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდიაში "სახკინმრეწვი"; 1945-1955წწ. იყო საქართველოს სსრ-ის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე და თბილისის კინოსტუდიის გენერალური დირექტორი; 1929 წლიდან რეჟისორია; ნოვატორული ფილმებით -"ჰოლტზე" და "ამერიკანკა" ერთგვარი პროტესტი გამოხატა ეთნოგრაფიულ-ორიენტალისტური კინემატოგრაფიის მიმართ, იღვწოდა რეალისტური მხატვრული მეთოდის გასამტკიცებლად; დიდი პოპულარობა მოუტანა რეჟისროს ფილმებმა: "შაქირი" (პირველი ქართული ხმოვანი ფილმი), "ფრთოსანი მღებავი", "გაღმელი ქალიშვილი", "ბაში-აჩუკი", "გლახის ნაამბობი", "აბესალომ და ეთერი"; პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც, წერდა წიგნებს, მასვე ეკუთვნის ა. ბუკიას ოპერის "დაუპატიჟებელი სტუმრების" ლიბრეტო; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; კინორეჟისორი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1966 - საქართველოს სახალხო არტისტი წითელი დროშის ორდენი
გარდაიცვალა 1969 წლის 1 ივლისს 70 წლის ასაკში. დაკრძალვის ადგილი: დიდუბის პანთეონი, თბილისი.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.138.