cover

დავით გაჩეჩილაძე

1902 - 1974

დავით ალექსის-ძე გაჩეჩილაძის ავტობიოგრაფია

დავიბადე 1902 წელს, 19 ოქტომბერს (ძვ. სტილით) სოფელ ღორეშაში (შორაპნის მაზრა), გლეხის ოჯახში. პირველ დაწყებითი სწავლა მივიღე სოფელში, შემდეგ გადავედი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიურ ფაკულტეტზე დაგამოვედი მესამე კურსიდან ავადმყოფობის გამო.1925 წლიდან 1932 წლამდე ვმუშაობდი ჭიათურის შავი ქვის მაღაროებში ტექნიკ-ნორმადარად. ლექსების წერა 1920 წლიდან დავიწყე.1923 წელს მიღებული ვიქენი მწერალთა მემარცხენე დაჯგუფების წევრად და ჩემი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ჟურნალში ,,მემარცხენეობა" (ქართველ ფუტურისტთა ორგანო), აგრეთვე სხვადასხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. ვთარგმნიდი და ამ ჟამადაც ვთარგმნი პოეტურ ნაწარმოებებს რუსულიდან ქართულად და ქართულიდან რუსულად, როგორც კლასიკოს მწერლების ნაწარმოებებს, აგრეთვე თანამედროვე მწერლებსაც.

დავით გაჩეჩილაძის ნაწარმოებთა სია

  1. ლექსების კრებული, 1941 წელი.
  2. ცალკეული ლექსები და თარგმანები.
  3. საბავშვო ლექსები ,,უშიშროების ანბანი", 1949 წ.
  4. ,,ტყუილს მოკლე ფეხი აქვს", საბავშვო მოთხრობა, რომელიც პრემირებული იქ ნა 1951 წ. თარგმანები:
  5. ლერმონ ტოვი, ,,მასკარადი", 1947 წელი.
  6. ისაკოვი ,,სიმღერები", 1948 წელი.

სწორია: ნ. კლ.,1956 წ. ვადასტურებ სამდივნოს გამგე: ნ. თოფჩიშვილი.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი