ჟღენტი ბესარიონ დავითის-ძის ავტობიოგრაფია
დავიბადე 1903 წელს, 1 ივლისს, სსრ ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეში, ყოფილ აზნაურის დავით ჟღენტის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მივიღე ამავე სოფლის სამრევლო სკოლაში. 1913 წელს შევედი ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დავამთავრე 1922 წელს (ამ დროისათვის ხსენებული გიმნაზია გადაკეთებული იყო ქუთაისის ვაჟთა მეორე ტექნიკუმად).
1922 წელს შევედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალ-ეკონომიურ ფაკულტეტზე იურიდიული განხრით. უნივერსიტეტი დავამთავრე 1926 წელს. რამდენიმე წელიწადს ვეწეოდი იურიდიულ პრაქტიკას, როგორც დამცველთა კოლეგიის წევრი. 1932 წელს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის საგანგებო ყრილობის მიერ ჩემი არჩევის გამო საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირისპ/მგ. მდივნად, თავი დავანებე დამცველთა კოლეგიაში მუშაობას და მის შემდეგ მხოლოდ ლიტერატურულსა და სამეცნიერო კვლევით მუშაობას ვეწევი.
ჯერ კიდევ მოწაფეობის წლებში ვმონაწილეობდი მოწაფეთა ხელნაწერ დანაბეჭდ ჟურნალებში და აგრეთვე იმდროინდელ ქართულ პრესაში. 1922-23 წლიდან კი სისტემატურად ვთანამშრომლობ როგორც ქართულ, ისე ცენტრალურ-საკავშირო ჟურნალ-გაზე თებში და აგრეთვე მოძმე რესპუბლიკათა პრესაში. სხვადასხვა დროს ვასრულებდი საპასუხისმგებლო მოვალეობას მთელ რიგ კულტურულ საზოგადოებრივ დაწესებულებებში. ვმუშაობდი საქარ. საბჭოთა მწერლების კავშირის პ/მგ. მდივნად, გაზეთ ,,ლიტერატურა და ხელოვნებას" რედაქტორის მოადგილედ, ჟურნალ ,,ლიტერატურა ი ისკუსტვო ზა კავკაზია"-ს პ/მგ. რედაქტორის მოადგილედ, საქართველოს კინომრეწველობის კონსულტანტად სასცენარო დარგში და სხვ.
1928 წლიდან მუდმივად ვარ საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის წევრი და ამ ხნის განმავლობაში სისტემატურად ვმონაწილეობ ხელმძღვანელ ორგანოებში. არჩეული ვიყავი საქართველოს საბჭოთა მწერლებისკავშირის გამგეობის წევრად, საქართველოს თეატრალურ საზოგადოების გამგეობის წევრად, ჟურნალ ,,მნათობის" სარედაქციო კოლეგიის წევრად. ვმუშაობდი მხატვრული ტერატურის გამომცემლობის ,,ზარია ვოსტოკა" მთავარ რედაქტორის მოადგილედ.
1930-31 წლებში ვირიცხებოდი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის სისტემაში არსებულ ასპირანტურაში ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის დარგში. 1933-34 წლებში ლექციებს ვკითხულობდი ა/კ უმაღლეს კომუნისტურ უნივერსიტეტში. 1936-37 წლებში ვასწავლიდი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მას შემდეგ სისტემატურად ვეწევი სამეცნიერო პედაგოგიურ მუშაობას ქუთაისის პედ. ინსტიტუტში, გორის პედაგოგიურინ სტიტუტში, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში და სხვ.
1942 წლიდან ვმუშაობ თბილისის სტალინის სახელობის სახ. უნივერსიტეტში, სადაც ვკითხულობ ლექციებს.
1935 წლიდან ვმუშაობ საქართველოს კ.პ.(ბ) ცეკასა და საქარ. კ.პ.(ბ)თბილისის კომიტეტის შტატს გარეშე აქტიურად, აგრეთვე ა/კავკასიის სამხედრო ოლქის შტატს გარეშე ლექტორად. დაჯილდოვებული ვარ ,,საპატიო ნიშნის" ორდენით და მედლებით: ,,კავკასიის დაცვისათვის" და ,,მამაცური შრომისათვის".
ბ. დ. ჟღენტის ნაწარ მოებთა სია
კლასიკოსები:
- ,,შოთა რუსთაველი და სოციალისტური თანამედროვეობა", 1937 წ. 2.,,ი ლია ჭავჭავაძის მხატვრული მემკვიდრეობა", 1937 წ.
- აკაკი წერეთელი წინა სიტყვაობა რჩეულ ნაწერების ერთტომეული რუსულ გამოცემისათვის,1940 წ.
- ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი და საბჭოთა პოეზია", 1945 წ. ქართველ საბჭოთა მწერლების საკითხებზე, ლიტერატურული პორტრეტები:
- გალაკტიონ ტაბიძე, 1943 წ.
- ი. გრიშაშვილი, 1944 წ. 3. ნიკო ლორთქიფანიძე, 1944 წ.
- ალექსანდრე აბაშელი, 1947 წ.
- ილო მოსაშვილი, 1948 წ.
- სერგო კლდიაშვილი, 1939 წ.
- დემნა შენგელაია, 1940 წ. კრიტიკული წერილები:
- კ. გამსახურდია ,,მთვარის მოტაცება", 1936 წ.
- ლ. ქიაჩელი ,,გვადი ბიგვა"", 1938 წ.
- ალ. ქუთათელი ,,პირისპირ", 1939 წ.
- 1924 წელი ქართულ ლიტერატურაში, 1925 წ.
- 1926 წელი ქართულ ლიტერატურაში, 1927 წ.
- ,,ქართული საბჭოთა პოეზია", 1937 წ.
- ,,საბჭოთა ეპოქის ქართველი მწერლები", 1941 წ.
- ,,ქართველი მწერლობა საბჭოთა ხალხის დიად სამამულო ომში", 1944 წ.
- ,,დიდი სტალინის სახე ქართულ ლიტერატურაში", 1944 წ.
- ,,ისტორიის მებრძოლი სული", 1944 წ. 11. ,,ქართული მხატვრული პროზა სამამულო ომის დღეებში", 1942 წ.
- ,,1946 წლის ქართული ლიტერატურა", 1947 წ. დამზადებულია დასაბეჭდად წე რილები: 1. ,,ომი და ლიტერატუ რა".
- ,,ისტორიული თემა თანამედროვე ლიტერატურაში".
- ,,ქართული საბჭოთა ლიტერატურა".შენიშვნა: აქ აღნიშნულია მხოლოდ უმთავრესი ნარკვევები და მოხსენებული არ არის მრავალრიცხოვანი საჟურნალო და საგაზეთო წერილები, რომლებიც ქვეყნდებოდნენ ჩვენს პრესაში ამ 20-25 წლის მანძილზე.
სწორია: ნ. კლ., 1956 წ.ვადასტურებ სამდივნოს გამგე: ნ. თოფჩიშვილი.