cover
აკაკი გაწერელია

აკაკი გაწერელია

1910 - 1996

აკაკი კონსტანტინეს-ძე გაწერელიას ავტობიოგრაფია

დავიბადე 1911 წლის აპრილის 17-ს, ქალ. ფოთში (დასავლეთ საქართველო). პირველ დაწყებითი განათლება მივიღე მარტვილში (ეხლანდელ გეგეჭკორში). 1927 წელს დავამთავრე თბილისის მეორე ვაჟთა გიმნაზია, ხოლო1932 წელს თბილისის სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ლიტერატურული მუშაობა დავიწყე ძალიან ადრე. 1926 წელს შევედი ყოფილ ქართველ ფუტურისტების (,,მემარცხენე თა") კორპარაციაში და ვმონაწილეობდი ამ ჯგუფის ჟურნალში ,,მემარცხენეობა". მას შემდეგ დღემდე ვთანამშრომლობ მწერალთა კავშირის ჟურნალ-გაზეთებში (,,მნათობში", ,,სალიტერატურო გაზეთი", ,,ჩვენი თაობა") და უნივერსიტეტის კრებულებში (,,თბილისის უნივერსიტეტის შრომები", ,,ლიტერატურული მემკვიდრეობა") და სხვა.

ჩემი მუშაობის ძირითადი დარგია: პოეტიკა, ქართული ლიტერატურის ისტორია, კრიტიკა, კავკასიათ მცოდნეობა. უმთავრესი შრომები ცალკეა გამოცემული.

აკ. გაწერელიას ნაშრომთა სია:

  1. პლატონ იოსელიანი ,,ცხოვრება გიორგი მე ცამეტისა", 1936 წ. (შესავალი, გამოკვლევა, ტექსტის რედაქცია და შენიშვნები).

  2. ,,გრიგოლ ორბელიანი", ტ. 1 (1832-1850), 1936 (შესავალი წერილი, ტექსტი რედაქცია და ვრცელი შენიშვნები).

  3. ,,გრიგოლ ორბელიანი", წერილები, ტ. 2. (1851-1870), 1938 წ. (ტექსტის რედაქცია და ვრცელი წერილები, შესავალი წერილი და შენიშვნები).

  4. ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი" თხზულებათა აკადემიური გამოცემა (საერთო რედაქცია, ბარათების შენიშვნები), 1939 წ.

  5. ,,ნარკვევები ქართული პოეტიკიდან", 1938 წ. შინაარსი: 1. რუსთაველის პოეტიკის საკითხები. 2. კლერიკალური რეაქცია და რუსთაველი. 3. თეიმურაზ პირველი. 4. სულხან-საბა ორბელიანის პროზა. 5. დავით გურამიშვილი. 6. ბესიკი. 7. ნიკოლოზ ბარათაშვილის სტილი და თემა. 8. პლატონ იოსელიანი. 9. ილია ჭავჭავაძე. 10. გოეტე ქართულ ლიტერატურაში; დამატება: ლიტერატურული ძიებანი (,,ვეფხისტყაოსანი" სუნძახში, ,,ტეოფილ გოტიე და ჩიჩი", ,,ნიკოლოზ ბარათაშვილის ადრინდელი ნაწერები და ნიკოლოზ ბარათაშვილის მეტრიკა").

  6. წიგნები და ავტორები, 1940 წ. რუსეთი: 1. ტოლსტოი, 2. დოსტოევსკი, 3. ვასილ როზანოვი, 4. ანდრეი ბელი, 5. იური ტინიანოვი. ევროპა: 1. ჟან ლა-ბ რიუერი, 2. სტენდალი, 3. კნუტ ჰამ სუნი, 4. სელინი, 5. რემარკი, 6. ერნესტ ჰემინგუეი. საქართველო: 1. სულხან -საბა ორბელიანი, 2. ალექსანდრე ყაზბეგი და კავკასიის ომი, 3. დავით კლდიაშვილი, 4. ვასილ ბარნოვი, 5. კონსტანტინე გამსახურდია, 6. ერთი პოეტი: ,,გალაქტიონ ტაბიძე"". კრებული გამოვიდა 1940 წლის გაზაფხულზე. წერილების უმრავლესობა დაბეჭდილია ქართულ ჟურნალებში.

  7. ვმუშაობ ,,შამილი" (ორ ტომად), რომლის მასალებს ვაგროვებ 1930 წლიდან. 1932 და 1935 წლებში ვიმოგზაურე ჩეჩნეთსა და დაღესტანში.

სწორია: ნ. კლ., 1956 წ. ვადასტურებ სამდივ ნოს გამგე: ნ. თოფჩიშვილი.

აკაკი კონსტანტინეს ძე გაწერელია

დავიბადე 1910 წელს ქ. ფოთში. დედა არ მახსოვს, მამა სამსახურში ითვლებოდა. ბავშობა გავატარე სოფ. მარტვილში (ყოფ. სენაკის მაზრა). რამდენიმე წელი დავყავი ს. შუქრუთშიაც (ჭიათურის რაიონი), დედის მშობლების ოჯახში, სადაც პირველად ვისწავლე წერა-კითხვა. შვიდი წელი რომ შემისრულდა, მამამ ისევ მარტვილში ჩამიყვანა. ჩვენს ოჯახში ძლიერი იყო რელიგიური კულტი. ხშირად დავყავდით ნახარებოუს საყდარში, რომელიც აშენებულია ანტონ ჭყონდიდელის მიერ (თვითონ ჭყონდიდელიც აქ არის დამარხული). მარტვილში დავასრულე ოთხ კლასიანი სასწავლებელი.

1923 წელს ჩამოვედი ტფილისს და შევედი ყოფ. მე-2 გიმნაზიაში. 1932 წელს დავამთავრე ტფილ. უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი. უნივერსიტეტის კედლებში ყოფნის პერიოდიდან ეხლაც სიამოვნებით ვიგონებ პროფ. გრიგოლ წერეთლის ლექციებს კლასიკური (საბერძნეთი სა და რომის) ლიტერატურაზე.

კითხვა ძალიან ადრე დავიწყე. ვკითხულობდი უწესრიგოდ: მოთხრობებსა და რომანებს, პოპულარულ ბროშურებსა და წიგნებს დარვინზე, ძველს ჟურნალ-გაზეთებს, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ყაზბეგს და სხვ. 12 წლამდე წავიკითხე ქართულად თარგმნილი დიდაქტიური და ბულვარული რომანები, მაჩაბლის შექსპირი და სხვ. უფრო გვიან, გიმნაზისტობის წლებში, დავიწყე რუსული და ევროპული ლიტერატურის კითხვა. უნდა მოვიგონოთ. დოსტოევსკით გატაცების პერიოდი. ამ რომანისტმა განუზომელად დიდი შთაბეჭდილება დასტოვა ჩემზე (უნივერსიტეტში მოხსენებაც კი წავიკითხე მის შესახებ). დოსტოევსკისთან დაკავშირებით ვკითხულობდი ედგარ პოს, ავგ. სტრინდბერგს, ჰენრიხ იბ სენს, ანდრეი ბელისა და ექსპრესსიონის ტებს. ამ გატაცებას მოჰყვა არა ნაკლები ინტერესი ვასილი როზანოვისადმი. ყველაფერი ეს ამჟამად წარსულს ეკუთვნის. ბეჭდვა ჟურნალ-გაზეთებში დავიწყე ჯერ კიდევ გიმნაზისტობისას. პირველი წერილი („ექსპრეს სიონიზმი“) დავბეჭდე მოწაფეთა გაზეთში 1925 წელს. შემდეგ სისტემატიურად ვათავსებდი წერილებს სხვა დასხვა პერიოდულ გამოცემებში. ყველა ეს წერილი მოწაფური ვარჯიშობის ნიმუშებია.

1926 წელს ვიყავი საქ. მწერალთა ყრილობის დელეგატი. იმავე წელს ს. ჩიქოვანის მიწვევით შეველი ყოფ. ფუტურისტების კორპორაციაში და ვთანამშრომლობდი ამ ჯგუფის ორ განოში „მემარცხენეობა“ (1926-1928 წ.წ.). ქართველ ფუტურისტებთან ყოფნისას, მე ახლო ვეცნობი იმ დროს ძლიერ სკოლას რუსულ და გერმანულ ლიტერატურათმცოდნეობაში, ე. წ. „ფორმალიზმს“. ინტერესი პოეტიკის საკითხებისადმი ამ სკოლამ აღმიძრა (პირველი მოხსენება ქართული ლექსის რიტმიკაზე წავიკითხე ხელოვანთა სასახლეში 1929 წელს).

1930 წელს დავიწყე კავკასიური მიურიდიზმის ისტორიის შესწავლა. იმდენად გაფართოვდა ინტერესი ამ უაღრესად რთული და საპასუხისმგებლო თემისადმი („შამილი“), რომ მე ორჯერ ვიმგზავრე დაღისტანსა და ჩეჩნეთში, პირველად 1932 წელს, მეორედ 1935 წელს. ვიყავი: თემირ ხანშურაში (ახლანდელი ბუინაკსი), ლევაშში, ჯო ხალ-მაქში, გერგებილში, გუნიბში (ორ ჯერ), ონრსოქოლოში, გიმრში, აშილტაში, ახულ გოში (დაღისტანი); ხარაჩოიში, შატოიში, ვედენოში (ჩეჩნეთი); აგრეთვე ინგუშეთის რამდენიმე სოფელში.

უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე გიმრის უღელტეხილმა, თვითონ გიმრმა (შამილის სამშობლო), გუნიბისა და ვედენოს დათვალიერებამ; დამიდგამს ფეხი ახულ გოს ცნობილ მთაქიმზე, და სხვ... დაღისტნის მასალა ზეხანგრძლი ვიმუშაობის ნაყოფი იქნება ბიოგრაფიული რომანი „შამილი“, რომელიც ორ ტომად მაქვს განზრახული.

ჩემი რედაქციით გამოდის გრიგოლ ორბელიანის „წერილების“ სამი ტომი. ქვემოდ მოგვყავს ბიბლიოგრაფია თემატიური ციკლების მიხედვით. ამიტომ შიგ არ შევიდა ის წერილები, რომელნიც სახელდახელოდ და მიბეჭ-დავს სხვადასხვა დროს და რომელთაც ამ ჟამად არავითარი მნიშვნელობა არა აქვთ. სამაგიეროდ, აქ შემოტანილია დაუბეჭდავი წერილები, რომელნიც შევლენ ქვემოდ დასახელებულ კრებულებში (იმ სათაურებითა და იმ სახით, როგორც ამას ბიბლიოგრაფია აჩვენებს):

I. რედაქცია და კომენტარიები: 1. ლაზარილიო ტორმესელის ცხოვრება, გამოც. `ფედერაცია~, 1933; 2. თიმსარიანი (პოპულარული გამოცემა), „ფედერ“., 1935; 3. შარდენის მოგზაურობა საქართველოში, ვ. ბარნოვის თარგ., სახელგამი, 1935; 4. გრიგოლ ორბელიანი: წერილები, ტომი I, სახელგამი, 1936; 5. პლატონ იოსელიანი ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, „ფედერაცია“, 1936; 6. Грузинские романтики, ლენინგრადი, 1937; 7. ნ. ბარათაშვილი, თხზულებანი, „ფედერაცია“, 1937.

II. ნარკვევები ქართ. ლიტ. ისტორიიდან: 1. ვეფხისტყაოსნის პოეტიკა (წაკითხული იყო მოხსენებად ხელ. სასახლეში 193... წლის ...); 2. თეიმურაზ პირველი. 3. საბა ორბელიანი. 4. დავით გურამიშვილი. 5. ბესიკი (მნათობი,1932, #10). 6. ნ. ბარათაშვილის სტილი და თემა (ნ. ბარ., თხზ., 1937); 7. გოეთე ქართულ ლიტერატურაში (მნათობი, 1932, № 3-4); 8. პლატონ იოსელიანი (მნათობი, 1933, № 7); 9. ვაჟა-ფშაველა.

III. რიტმი და სიტყვა: 1. რიტმი და ემოცია. 2. სმენითი ფილოგიის კრიტიკისათვის. 3. ანდრეი ბელი და რიტმის პრობლემა (ტფილ. უნივერსიტ. შრომები, ტ. 4, 1936); 4. ქართული ლექსი.

IV. უცხოელი ავტორები (იმპრეს. წერილები): 1. მონტენი, 2. სტენდალი, 3. ტოლსტოი, 4. დოსტოევსკი, 5. როზანოვი, 6. ჰამსუნი, 7. მარსელ პრუსტი, 8. ლუი სელინი, 9. ერნესტ ხემინგუეი (მზად.).

V. შამილი [ტ. I და II] (მზად.).

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი