cover

აკაკი იონას-ძე ბელიაშვილის ავტობიოგრაფია

დავიბადე 1903 წელს ქალ. ჭიათურაში, სამთო ტექნიკის ოჯახში. მამა ჩემი წერდა პატარ-პატარა ლექსებსა და მოთხრობებს. იგი გარდაიცვალა 1924 წელს. დედა იყო დიასახლისი და ამჟამად არის პერსონალური პენსიონერი და მუდმივად ცხოვრობს ადგილობრივ საჩხერეში. მე ვსწავლობდი ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც დავამთავრე 1921წელს და იმავე წელს შევედი უმაღლეს სასწავლებელში ა/კ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე. მეოთხე კურსიდან სწავლას თავი დავანებე და სრულიად გადავედი 1920 წ. ლიტერატურულ საქმიანობაზე, რომელიც მიზიდავდა კიდევ ბავშვობიდან. გიმნაზიაში სწავლის დროს მე ვწერდი პატარ-პატარა მოთხრობებს, მინიატურებს, მონაწილეობას ვიღებდი ლიტერატურულ წრეების მუშაობა შიდა ახალგაზრდობის მიერ დაარსებულ და გამოცემულ ჟურნალებში. 1946 წლამდე დაწერილი მაქვს დიდი რაოდენობის მოთხრობები და ნარკვევები თანამედროვე თემაზე.

დავწერე ორი რომანი, რამდენიმე კინო-სცენარი, რომელზედაც გამოშვებულია ფილმები და პიესები. ცალკე წიგნებად გამოცემულია მოთხრობების 11 კრებული, და 2 კრებული რუსულ ენაზე. დიდ სამამულო ომის პერიოდში ჩემს მიერ დაწერილია ორი კრებული საბრძოლო თემაზე ნოველების სახით და ერთი რუსული თარგმანი. დავწერე რომანი, რომელშიაც ასახულია 1942 წელი, ,,ქარიშხალი". 1941 წელს მიწვეული ვიყავი სახკინმრეწვის სასცენარო განყოფილების გამგის თანამდებობაზე კინოსტუდიაში. ერთსა და იმავე დროს მე ვიყავი საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის კინო-მუშაკთა სექციის ბიუროს ხელმძღვანელი და პროზაიკოსთა ბიუროს წევრი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 25 წლის თავთან დაკავშირებით დაჯილდოვებული ვიქენი ,,საპატიო ნიშნის" ორდენით და მედლებით: ,,კავკასიის დაცვისათვის" და ,,მამაცური შრომისათვის".

აკ. ბელიაშვილის ნაწარმოებთა სია:

  1. მოთხრობათა კრებული, 1937 წ.
  2. ახალ მოთხრობათა კრებული, 1939 წ.
  3. მოთხრობათა კრებული, 1940 წ.
  4. პატარა მოთხრობათა კრებული, 1942 წ. 5. მოთხრობათა კრებული რუსულად,1942 წ.
  5. რომანი ,,თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა", წიგნი პირველი, 1943 წ.
  6. მოთხრობათა კრებული, 1943 წ.
  7. მოთხრობათა კრებული, 1944 წ.
  8. რომანი ,,ქარიშხალი", 1945 წ. 10. ,,თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა", მეორე და მესამე წიგნი, 1946 წ.
  9. ,,თავგადასავალი ბესიკისა", მთლიანი წიგნი, 1948 წ.
  10. ,,ოქროს ჩარდახი", რომანი, 1949 წ.
  11. 1942-50 წლებში რამდენიმე მოთხრობა და ნარკვევი.
  12. რომანი ,,ოქროს ჩარდახი", 1951 წ.

სწორია: ნ. კლ., 1956 წ. ვადასტურებ სამდივნოს გამგე: ნ. თოფჩიშვილი.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი